1. თუ ტვირთი გადაიზიდება ელექტრონული ზედნადებით, პრეტენზიას თან დაერთვის:
ა) ელექტრონული ზედნადების ქაღალდის ასლი – თუ დანიშნულების სადგურმა ტვირთმიმღებს გადასცა ტვირთის გაცემის წესის შესაბამისად დამოწმებული გუ-27უ-ვც ფორმის ელექტრონული ზედნადების ქაღალდის ასლი;
ბ) დანიშნულების სადგურის მიერ ან სვლის გზაზე შედგენილი ელექტრონული კომერციული აქტის ქაღალდის ასლი – თუ შედგენილია ელექტრონული კომერციული აქტი ან ტვირთის გადასაზიდად მიღების მანქანაზე ნაბეჭდი ქვითარი და გაგზავნის სადგური ტვირთგამგზავნს გადასცემს გუ-29უ-ვც ფორმის ელექტრონული ზედნადების ქაღალდის ასლს.
2. თუ ტვირთგამგზავნს გადაეცა ტვირთის გადასაზიდად მიღების ელექტრონული ქვითარი ან ტვირთმიმღებს – ზედნადები‚ პრეტენზიას დაერთვის მათი ქაღალდის ასლი და ამ წესებით განსაზღვრული სხვა დოკუმენტი.
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 463
თავი XXIX — რკინიგზისადმი პრეტენზიების წაყენებისა და განხილვის წესი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017. გამოქვეყნება: სსმ, 38, 30/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 463, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-463/