2. ცისტერნის (ბუნკერიანი ნახევარვაგონის) უკმარგადმოსხმის აქტი არის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველი.
3. ცისტერნის (ხვიმირიანი ნახევარვაგონის) უკმარგადმოსხმის აქტი დგება ოთხ ეგზემპლარად თითოეულ ნარჩენებიან ცისტერნაზე ან ხვიმირიან ნახევარვაგონზე, რომელთაგან სამი ეგზემპლარი, გადასაგზავნ ზედნადებთან ერთად‚ გადაეცემა რკინიგზის სატვირთო და კომერციული მუშაობის სამსახურს‚ სადაც წარმოებდა ტვირთის გადმოსხმა‚ მეოთხე კი, რჩება ჩასხმის პუნქტში ან სარეცხ-გასაორთქლ სადგურში და წარმოადგენს ამოღებული ტვირთის ნარჩენების მატერიალური აღრიცხვის საფუძველს. ამ შემთხვევაში აქტის პირველი ეგზემპლარი დაერთვის იმ დოკუმენტს‚ რომლის მიხედვითაც წარმოებს საფასურის გადახდა‚ მეორე გადაეცემა ტვირთმიმღებს, რომელმაც დაუშვა ცისტერნის (ხვიმირიანი ნახევარვაგონის) უკმარგადმოსხმა‚ მესამე კი, შესანახად რჩება ტვირთის გადმომსხმელ სადგურს.
4. ცისტერნის (ხვიმირიანი ნახევარვაგონის) უკმარგადმოსხმის აქტს ხელს აწერს სადგურის მიმღებ-ჩამბარებელი და ცისტერნის დამთვარიელებელი. აქტის მეორე მხარეს აღინიშნება ცისტერნის ან ხვიმირიანი ნახევარვაგონის გადმოსხმის დრო, რომელიც მოიცავს დროის მხოლოდ იმ მონაკვეთს‚ რაც მოხმარდა ტვირთის ნარჩენების მოცილებას‚ ცისტერნის (ხვიმირიანი ნახევარვაგონის) გაორთქვლისა და რეცხვის დროის აღურიცხავად. ეს აღნიშვნა მოწმდება ჩასხმის პუნქტის ან სარეცხ-გასაორთქლი სადგურის უფროსისა და ბრიგადირის ხელმოწერით და შესაბამისი ბეჭდით ან შტემპელით