1. სპეციალიზებულ ვაგონსა თუ კონტეინერ-ცისტერნაში საფრთხეშემცველი ტვირთის ჩატვირთვამდე ტვირთგამგზავნი ვალდებულია სადგურისა და სავაგონო დეპოს უფლებამოსილ მუშაკს წარუდგინოს ვაგონის (კონტეინერ-ცისტერნის) ტექნიკური მდგომარეობის მოწმობა, არმატურისა და მოწყობილობის ჩათვლით, რაც უზრუნველყოფს გადაზიდვის უსაფრთხოებას. სავაგონო სამსახურის უფლებამოსილი მუშაკი აღნიშნავს მოწმობის ნომერს ვუ-14 ფორმის წიგნში, ტვირთგამგზავნი კი ზედნადების უკანა მხარის მე-4 გრაფაში მიუთითებს: „ვაგონი (კონტეინერ-ცისტერნა), მისი არმატურა და მოწყობილობა გამართულია და შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს”.
2. თუ ორმაგი ოპერაციის შესასრულებლად ვაგონი მიეწოდება იმ მისასვლელ ლიანდაგზე, სადაც არ არის ვაგონის შემმოწმებელი ან, თუ საფრთხეშემცველი ტვირთი უნდა ჩაიტვირთოს სადგურში, სადაც არ არის სავაგონო სამსახურის მუშაკი, მაშინ ვაგონის დათვალიერების, მომზადებისა და დატვირთვის პუნქტში გაგზავნის წესს ადგენს რკინიგზის ხელმძღვანელი ან მის მიერ უფლებამოსილი სხვა პირი.
რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 08.09.2003
მუხლი 28
თავი 7 — ვაგონის (კონტეინერის) მიმართ და მასში მოთავსებული საფრთხეშემცველი ტვირთის განლაგებისადმი დადგენილი მოთხოვნები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2003. გამოქვეყნება: სსმ, 104, 18/09/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 28, №52, 08.09.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.006.065 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/56398/muxli-28/