1. ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) სპეციალიზებული ვაგონი აღჭურვილი უნდა იყოს ტვირთის დასამაგრებლად საჭირო სამარჯვით და მისი ექსპლუატაციის ინსტრუქციით განსაზღვრული სხვა საშუალებით.
2. თუ ვაგონი ტვირთგამგზავნს (ტვირთმიმღებს) მიღებული აქვს იჯარის ან ქირავნობის უფლებით, იგი უზრუნველყოფს მის ტექნიკურ მოწყობას თავისი საშუალებითა და ხარჯით, მოცემული ტვირთის გადაზიდვის პირობების მიხედვით. თუ ვაგონი იჯარის ან ქირავნობის უფლებით რკინიგზისგან მიღებულია გარკვეული ტვირთის ან ტვირთის ჯგუფის გადასაზიდად, ტვირთგამგზავნმა (ტვირთმიმღებმა), ტვირთის საფრთხის ნიშნის ზევით, არანაკლებ 15 სმ სიმაღლის ასოებით უნდა მიუთითოს ტვირთის ან ტვირთის ჯგუფის დასახელება, ანდა აღნიშნული ვაგონი დაიტვირთოს მხოლოდ მიწერის სადგურში. ამ შემთხვევაში საფრთხის ნიშნის ქვეშ, კარის მთელ სიგანეზე, შავი საღებავით აღინიშნება: „სხვა ტვირთის ჩატვირთვა აკრძალულია” ან „დაიტვირთოს მხოლოდ მიწერის სადგურში (ასოების სიმაღლე 10 სმ)”, ხოლო კარიდან მარცხნივ: „იჯარით აღებულია ––––––––––– (მიეთითება მოიჯარის სახელწოდება) მიერ. დაბრუნება ––––––––––– სადგურში (აღინიშნება მიწერის სადგური)”.
რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 08.09.2003
მუხლი 30
თავი 7 — ვაგონის (კონტეინერის) მიმართ და მასში მოთავსებული საფრთხეშემცველი ტვირთის განლაგებისადმი დადგენილი მოთხოვნები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2003. გამოქვეყნება: სსმ, 104, 18/09/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 30, №52, 08.09.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.006.065 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/56398/muxli-30/