2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვაგონის დატვირთვას, გადმოტვირთვასა და გაუსნებოვნებას (დეგაზაციას), მათ შორის, მისი გაგზავნისას სარემონტოდ, უზრუნველყოფს ტვირთგამგზავნი (ტვირთმიმღები) თავისი საშუალებითა და ხარჯით. ამ შემთხვევაში კონტროლი ვაგონის გაუსნებოვნებაზე (დეგაზაციაზე) და შესაბამისი ცნობის გაცემა ხორციელდება ამ წესის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.
3. ვაგონის იჯარის ან ქირავნობის ვადის გასვლის შემდეგ ტვირთგამგზავნმა (ტვირთმიმღებმა) იგი უნდა გააუსნებოვნოს თავისი საშუალებითა და ხარჯით, მოხსნას საფრთხის ნიშანი და შეღებოს ტრაფარეტი. ვაგონის გაუსნებოვნების (დეგაზაციის) შემოწმება და ცნობის გაცემა ამ შემთხვევაშიც ხორციელდება 31-მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, რის შემდეგადაც ვაგონი შეიძლება მიიღოს სადგურმა და გამოყენებულ იქნეს სხვა ტვირთის გადასაზიდად