2. ეს წესი შესასრულებლად სავალდებულოა სარკინიგზო ტრანსპორტის მუშაკთა, ტვირთგამგზავნის, ტვირთმიმღების, ნავსადგურის, ნავმისადგომისა და ექსპედიტორისთვის, რომელიც ემსახურება ტვირთგამგზავნსა და ტვირთმიმღებს.
3. საფრთხეშემცველი ტვირთის გადაზიდვისას წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც არ არის მოწესრიგებული ამ წესით, რეგულირდება „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებით”, კანონმდებლობით რადიოაქტიურ ნივთიერებათა გადაზიდვის შესახებ და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით