1. თუ გადმოტვირთვის შემდეგ ტვირთმიმღები უარს ამბობს კონტეინერის გაწმენდაზე, რკინიგზას უფლება აქვს, ტვირთგამგზავნისგან არ მიიღოს აღნიშნული კონტეინერი და მოსთხოვოს მას მთელი ამ დროის განმავლობაში კონტეინერით სარგებლობისათვის დადგენილი საფასურის გადახდა.
2. კონტეინერის კომერციულ ვარგისობას გარკვეული ტვირთის გადასაზიდად განსაზღვრავს ტვირთგამგზავნი. ტვირთგამგზავნს უფლება აქვს, არ მიიღოს მისი ტვირთის გადასაზიდად კომერციულად უვარგისი კონტეინერი და რკინიგზა ვალდებულია, შეცვალოს იგი ვარგისით.
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 155
თავი XIV — ტვირთის უნივერსალურ კონტეინერებში გადაზიდვის წესი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017. გამოქვეყნება: სსმ, 38, 30/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 155, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-155/