2. დატვირთული, მათ შორის იმპორტული ტვირთით დატვირთული კონტეინერები, ნავსადგურისგან მიიღება ან ბარდება მას კონტეინერისა და მისი დაპლომბვის მდგომარეობის გარეგნული დათვალიერების შემდეგ. საჭიროებისას, ნავსადგურში კონტეინერში ტვირთის შემოწმება ან მისი წესივრულ კონტეინერში გადატვირთვა ხორციელდება ჩამბარებელი მხარის თანდასწრებით და მისი ხარჯით. შემოწმების შემდეგ კონტეინერს პლომბავს ჩამბარებელი მხარე, თავისი საკეტ-საპლომბი მოწყობილობით.
3. იმპორტული ტვირთით დატვირთულ კონტეინერზე საბაჟო ორგანოს საკეტ-საპლომბი მოწყობილობის არსებობა, ზედნადებს თანდართული გახსნის აქტისა და ზედნადებში შეტანილი შესაბამისი აღნიშვნითურთ, ტვირთის გაცემისას რკინიგზისათვის არ წარმოადგენს მისი მდგომარეობის, წონისა და ადგილების რაოდენობის შემოწმების სავალდებულო საფუძველს, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა