1. დიდტონაჟიანი კონტეინერი სპეციალიზებულ ან გადაკეთებულ სარკინიგზო ბაქნებზე თავსდება და მაგრდება ტექნიკური პირობების მოთხოვნათა დაცვით.
2. საშუალოტონაჟიანი კონტეინერი, ნახევარაგონსა და უნივერსალურ (ბორტიან) ბაქანებზე გადაიზიდება მთლიანი კომპლექტით (კონტეინერების ჯგუფით), რომელიც იკავებს ნახევარვაგონის ან ბაქნის მთელ ფართობს, ტვირთის განთავსებისა და დამაგრების სქემების შესაბამისად.
3. თუ ბაქნის ურიკებზე უზრუნველყოფილია თანაბარი დატვირთვა, დიდტონაჟიანი კონტეინერი სპეციალიზებულ ბაქანზე შეიძლება გადაიზიდოს არასრული კომპლექტით, ბაქნის შუაში ფიტინგურ საბჯენებზე განლაგებით.
4. საშუალოტონაჟიანი კონტეინერების გადაზიდვა ადგილობრივი ტექნიკური საშუალებებით ნებადართულია მხოლოდ ერთი რკინიგზის ფარგლებში.
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 158
თავი XIV — ტვირთის უნივერსალურ კონტეინერებში გადაზიდვის წესი
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017. გამოქვეყნება: სსმ, 38, 30/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 158, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-158/