2. იმპორტული საქონლის მიღებისას კეუ-16 ფორმის განწესი, ზედნადებთან ერთად, გადაეცემა საბაჟო ორგანოს, რომელიც ემსახურება დანიშნულების სადგურს. ტვირთის გაშვებისას, საბაჟო ორგანო ზედნადებსა და კეუ-16 ფორმის განწესში დაუსვამს დადგენილი ფორმის შტამპს.
3. დატვირთული ან ცარიელი კონტეინერის გაცემისას ან სადგურში მათი დაბრუნებისას, სადგურის უფლებამოსილი მუშაკი განწესის შესაბამის გრაფაში აღნიშნავს კონტეინერის გაცემისა და დაბრუნების თარიღსა და დროს. ეს აღნიშვნები მოწმდება მისი და ექსპედიტორის ხელმოწერით. განწესის ორი ეგზემპლარი, კონტეინერთან ერთად, გადაეცემა ექსპედიტორს, განწესის ერთი ეგზემპლარი კი, რჩება სადგურში ან საკონტეინერო მოედანზე.
4. რკინიგზის უფლება-ვალდებულებებს იმ კონტეინერის მიმართ, რომელიც სხვისი საკუთრებაა, არეგულირებს კონტეინერის მესაკუთრესა და რკინიგზას შორის დადებული კონტეინერებით ერთობლივი სარგებლობის ხელშეკრულება.
თავი XV
ტვირთის სპეციალიზებულ კონტეინერებში გადაზიდვის წეს