2. თუ პირდაპირი ან შერეული მიმოსვლით გადამზიდი სპეციალიზებული დიდტონაჟიანი კონტეინერი არ შეესაბამება „უსაფრთხო კონტეინერების საერთაშორისო კონვენციის” ნორმებს, აგრეთვე სახელმწიფო და საერთაშორისო სტანდარტებს, იგი გადასაზიდად არ მიიღება.
2. სპეციალიზებული კონტეინერის მფლობელი ვალდებულია, უზრუნველყოს მისი გამართული მდგომარეობა, ნიშანდების სისწორე და სისრულე.
3. საფრთხეშემცველი ტვირთი სპეციალიზებულ კონტეინერში გადაიზიდება ამ წესებისა და „რკინიგზით საფრთხეშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის“ შესაბამისად.
4. სპეციალიზებული კონტეინერების კომერციულ ვარგისობას გარკვეული ტვირთის გადასაზიდად განსაზღვრავს ტვირთგამგზავნი. ტვირთის ჩატვირთვა კომერციულად უწესივრო, მათ შორის ამ წესების დარღვევით მარკირებულ სპეციალიზებულ კონტეინერებში, აკრძალულია