1. თუ ტვირთი გადასაზიდად წარდგენილია სპეციალიზებულ კონტეინერებში, ტვირთგამგზავნმა ზედნადებში უნდა მიუთითოს ტვირთის წონა, კონტეინერის საკუთარი წონა და მთელი გზავნილის საერთო ფაქტობრივი ბრუტო წონა.
2. სპეციალიზებულ კონტეინერებში განლაგებული ტვირთის წონა არ უნდა აღემატებოდეს კონტეინერის ტვირთამწეობას, რომელიც განისაზღვრება როგორც სხვაობა კონტეინერისა და ტრაფარეტზე მითითებული მისი ტარის ნომინალური ბრუტო წონის შორის.
3. იკრძალება ტვირთგამგზავნის მიერ ტვირთის წონის განსაზღვრა გაზომვის მეშვეობით, თუ ამ ტვირთით სპეციალიზებული კონტეინერის დატვირთვას სრულ ტევადობამდე შეიძლება მოჰყვეს დასაშვები ტვირთამწეობის გადამეტება.
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 167
თავი XV — ტვირთის სპეციალიზებულ კონტეინერებში გადაზიდვის წესი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017. გამოქვეყნება: სსმ, 38, 30/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 167, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-167/