1. სარკინიგზო ბაქანსა ან ნახევარვაგონზე განლაგებულ თითოეულ სპეციალურ კონტეინერზე ტვირთგამგზავნი ვალდებულია, შეავსოს გუ-29კ ფორმის ზედნადები, ტვირთის უნივერსალურ კონტეინერებში გადაზიდვის წესის შესაბამისად.
2. ზედნადების თითოეულ ბლანკზე, გრაფაში „გაგზავნის ტიპი” აღინიშნება სპეციალური კონტეინერის აბრევიატურა „სკ”.
3. თუ ტექნიკური პირობებით დადგენილი არ არის გარკვეული ტიპისა და ბრუტო წონის სპეციალიზებული კონტეინერების განლაგება-დამაგრების მოთხოვნები, ზედნადებში ტვირთგამგზავნი აღნიშნავს, რომ კონტეინერი განლაგებული და დამაგრებულია დამტკიცებული ნახაზის შესაბამისად.
4. საფრთხეშემცველი ტვირთის სპეციალიზებულ კონტეინერებში გადაზიდვის ან გადაზიდვის შემდეგ ცარიელი სპეციალიზებული კონტეინერების დაბრუნებისას, გადაზიდვის საბუთები შეივსება რკინიგზით საფრთხეშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის შესაბამისად.
5. თუ ცარიელი სპეციალიზებული კონტეინერები გადაიზიდება სავაგონო ან მცირე გზავნილებით, ზედნადებში აღინიშნება სპეციალიზებული კონტეინერის აბრევიატურა და ყველა ცარიელი კონტეინერის საერთო წონა.
6. საქართველოდან მიმავალ სპეციალიზებულ კონტეინერებზე შეივსება „საერთაშორისო სარკინიგზო სატვირთო მიმოსვლის შეთანხმების” ზედნადები.
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 166
თავი XV — ტვირთის სპეციალიზებულ კონტეინერებში გადაზიდვის წესი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017. გამოქვეყნება: სსმ, 38, 30/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 166, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-166/