2. პაკეტი არის დაპაკეტების საშუალებით ერთმანეთთან დამაგრებული გამსხვილებული სატვირთო ადგილი, რომელიც შედგება ტარაში შეფუთული ან შეუფუთავი ტვირთის ცალ-ცალკე ადგილებისგან და გადაზიდვა-შენახვის პროცესში უზრუნველყოფს:
ა) მექანიზებული დატვირთვა-გადმოტვირთვის შესაძლებლობას;
ბ) პაკეტის მთლიანობას;
გ) სატრანსპორტო, სასაწყობო და დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების შემსრულებელ პირთა უსაფრთხოებას;
დ) დახურული, იზოთერმული ვაგონებისა და კონტეინერების ტვირთამწეობისა და ტევადობის რაციონალურ გამოყენებას, ხოლო ღია მოძრავ შემადგენლობაზე გადაზიდვისას – დატვირთვის გაბარიტის სრულ გამოყენებას;
ე) მდგრადობას, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში, პაკეტების დამაგრებას, განივი და გრძივი გადაადგილებისგან დასაცავად გადაზიდვის პროცესში;
ვ) მატარებლის უსაფრთხო მოძრაობას.
3. ტვირთი ღია მოძრავ შემადგენლობაზე სატრანსპორტო პაკეტებად გადაიზიდება ღია მოძრავ შემადგენლობაზე ტვირთის გადაზიდვის წესის შესაბამისად