1. საინფორმაციო პაკეტი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) სალიცენზიო ფართობების სრულ ჩამონათვალს მათი ადგილმდებარეობისა და გეოგრაფიული კოორდინატების მითითებით;
ბ) თითოეული სალიცენზიო ფართობისათვის სააგენტოს მიერ დადგენილ მინიმალურ შემოსათავ
აზებელ სატენდერო საფასურს;
გ) ხელშეკრულების პირობებს, რომლის შესაბამისადაც გაიცემა ლიცენზია და ხელშეკრულების ფორმას, რომელიც გამოიყენება როგორც მოლაპარაკების საფუძველი ყოველი სალიცენზიო ფართობისათვის;
დ) ყოველი ფართობისათვის შესაბამისი კონტრაქტის სახეობის აღწერას და კონტრაქტის ფორმას, რომელიც გამოიყენება როგორც მოლაპარაკების საფუძველი;
ე) გასაცემი ლიცენზიის ფორმის ნიმუშს;
ვ) ლიცენზის გაცემისა და ხელშეკრულების გაფორმების გრაფიკს;
ზ) სამთავრობო უწყებებისაგან მიღებული შეტყობინებების მოკლე მიმოხილვას, თითოეული ფართობის მიხედვით, როგორც აღწერილია LXXIV თავში;
თ) განაცხადის შეტანის ინსტრუქციებს ტენდერში მონაწილეებისათვის, მონაწილეობის მოსაკრებლის ოდენობისა და მისი გადახდის ფორმის ჩათვლით.
2. საინფორმაციო პაკეტი შეიძლება აგრეთვე შეიცავდეს დამატებით ინფორმაციას, რომელსაც სააგენტო ჩათვლის საჭიროდ. საინფორმაციო პაკეტი არ შეიძლება შეიცავდეს სარეკლამო მასალებს და საინფერმაციო პაკეტის მოსამზადებელი საფასური არ უნდა იქნეს გადახდილი კერძო პირის მიე