ნებისმიერ ფართობზე ტენდერის გამოცხადებამდე არანაკლებ სამოცი დღით ადრე, სააგენტომ შესაბამის სამთავრობო უწყებებს უნდა წარუდგინოს ტენდერზე გამოსატანი ფართობების ჩამონათვალი, ადგილმდებარეობისა და საზღვრების აღწერილობის ჩათვლით. ეს ინფორმაცია უნდა წარედგინოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტს, ძეგლთა დაცვის დეპარტამენტს, არქეოლოგიის დეპარტამენტს, სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სალიცენზიო ფართობი მდებარეობს შავი ზღვის შელფზე ან სანაპირო ზოლში – საზღვაო ადმინისტრაციას და საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტს. სააგენტომ მოთხოვნისთანავე უნდა წარუდგინოს ასეთი სახის ინფორმაცია ნებისმიერ სხვა სამთავრობო უწყება