თავი LXXIII — წინადადებები ტენდერში მონაწილეობისათვის
ნებისმიერ პირს შეუძლია წერილობითი ფორმით მიმართოს სააგენტოს ნებისმიერი მიწის ფართობის ტენდერზე გატანის მიზნით, სააგენტოს მიერ განცხადების გამოქვეყნების შემდგომ ან ნებისმიერ სხვა დროს. სააგენტომ უნდა განიხილოს ყველა ასეთი წინადადება, თუმცა არ არის ვალდებული დააკმაყოფილოს ასეთი სახის მოთხოვნა და შეუძლია გაიტანოს ტენდერზე ფართობი. განაცხადი და განმცხადებლის ვინაობა უნდა დარჩეს კონფიდენციალური ამ ფართობზე ტენდერის დასრულებამდე, იმ შემთხვევაში, თუ შემოთავაზებული ფართობი ტენდერზე არ იქნა გატანილი.
აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის ბრძანება „ნავთობისა და გაზის ოპერაციების მარეგულირებელი ეროვნული წესების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 271, №2, 09.01.2002, სარეგისტრაციო კოდი 300.380.000.12.223.005.115 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.04.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/53170/muxli-271/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია