სალიცენზიო ფართობი შეიძლება გაიცეს ნებისმიერი სახის ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც კანონით არ არის აკრძალული და რომელიც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება პროდუქციის წილობრივი განაწილების, სარისკო მომსახურების ან მომსახურების, ან ნებისმიერი სხვა ფორმის ხელშეკრულებით. ყოველი სატენდერო ფართობისათვის გამოიყენება მხოლოდ ერთი სახის ხელშეკრულება. სხვადასხვა სახის ხელშეკრულებები შეიძლება იქნეს გამოყენებული სხვადასხვა ფართობისათვის, რომელიც იმავდროულად შეიძლება გამოტანილი იყოს ტენდერზ