1. სააგენტოს უფროსმა უნდა მიიღოს ან უარყოს გადაწყვეტილების პროექტი როგორც საბოლოო ადმინისტრაციული ბრძანება, ან შეუძლია შეცვალოს ან დაუბრუნოს დავის გადამწყვეტ პირს ხელახალი განხილვისათვის. საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სააგენტოს უფროსმა უნდა გამოსცეს ბრძანება, რომელიც უნდა შეიცავდეს დადგენილ ფაქტებს, კანონზე დაფუძნებულ დასკვნას და მოპასუხე მხარის ადმინისტრაციული სახდელისაგან განთავისუფლების (ან არგანთავისუფლების) საფუძველს.
2. ხელმოწერილი ადმინისტრაციული ბრძანების დედანი უნდა ჩაიდოს საქმის ფაილში, ხოლო ასლი უნდა მიეწოდოს მონაწილე მხარეებს. გადაწყვეტილების მიღების პროცესში სააგენტოს უფროსმა სამართლიანად და ობიექტურად უნდა განიხილოს გადაწყვეტილების პროექტში მოცემული რეკომენდაციები და მოწმეთა ჩვენებები.
3. თუ სააგენტოს უფროსი არაფერს არ მოიმოქმედებს გადაწყვეტილების პროექტთან დაკავშირებით ოცი დღის განმავლობაში, გადაწყვეტილების პროექტი უნდა იქნეს მიღებული როგორც სააგენტოს უფროსის საბოლოო გადაწყვეტილება ამ წესების 263-ე მუხლის შესაბამისა