1. საქმის კონკრეტულ გარემოებების განხილვის დამთავრებიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში, დავის გადამწყვეტმა, მოწმეების ჩვენებებისა და მხარეების განცხადებების საფუძველზე უნდა მოამზადოს გადაწყვეტილების პროექტი. აღნიშნული პროექტი უნდა შეიცავდეს საქმის არსს, მხარეების პოზიციების აღწერას, მოწმეების მიერ წარმოდგენილი ჩვენებების მოკლე აღწერილობას, საქმის დადგენილ ფაქტებს, კანონმდებლობით განსაზღვრულ დასკვნებს და გადაწყვეტილებას, რომელიც, დავის გადამწყვეტის აზრით, უნდა მიიღოს სააგენტოს უფროსმა. გადაწყვეტილების პროექტის ასლი უნდა მიეწოდოს ყველა მხარეს. მხარეებმა ოცი (20) დღის განმავლობაში დავის გადამწყვეტს უნდა მიაწოდონ თავიანთი მოსაზრებები გადაწყვეტილების პროექტზე. დავის გადამწყვეტი არ არის ვალდებული, მაგრამ შეუძლია შეიტანოს ცვლილებები გადაწყვეტილების პროექტში, ასეთი მოსაზრების წარდგენიდან ათი (10) დღის განმავლობაში.

2. დავის გადამწყვეტმა უნდა წარუდგინოს სააგენტოს უფროსს საბოლოო გადაწყვეტილების პროექტი, განსხვავებული მოსაზრების მიღებიდან არა უგვიანეს თხუთმეტი (15) დღისა და აგრეთვე, უნდა გაუგზავნოს საბოლოო გადაწყვეტილების პროექტის ასლი ყველა დაინტერესებულ მხარე