1. 262-ე მუხლის მიხედვით სააგენტოს გადაწყვეტილების მიღებიდან ათი (10) დღის განმავლობაში, ნებისმიერ მხარეს შეუძლია სააგენტოს უფროსისაგან წერილობითი ფორმით მოითხოვოს გადაწყვეტილების შეცვლა ან გაუქმება. თუ 10 დღის განმავლობაში არც ერთი მხარე არ წარადგენს ასეთ მოთხოვნას, სააგენტოს უფროსის გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გახდება საბოლოო და გამოიცემა როგორც ბრძანება.
2. მოთხოვნის წარმდგენმა მხარემ უნდა მიუთითოს გადაწყვეტილების კონკრეტული ნაწილი ან ნაწილები, რომელთა შეცვლაც მას სურს და საფუძვლად მიუთითოს შესაბამისი კანონი ან ფაქტი. სააგენტომ უნდა მიაწოდოს მოთხოვნის ასლი ყველა მხარეს, რომელთაგან თითოეულს ექნება უფლება უპასუხოს სააგენტოს უფროსს წერილობით და ამ წერილის ასლები დაუგზავნოს ყველა მხარეს მოთხოვნის მიღებიდან ათი (10) დღის განმავლობაში.
3. სააგენტოს უფროსს შეუძლია შეცვალოს ან უარყოს გადაწყვეტილების შეცვლის მოთხოვნა და დაუგზავნოს ყველა მხარეს საბოლოო, ხელმოწერილი ბრძანების ასლი.
4. თუ სააგენტოს უფროსი არ პასუხობს ბრძანების შეცვლის ან გაუქმების მოთხოვნას მისი მიღებიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში, მოთხოვნა ჩაითვლება უარყოფილად, ხოლო გადაწყვეტილებას მოეწერება ხელი როგორც საბოლოო ბრძანება