(1) ეს ხელშეკრულება შეიძლება გადაისინჯოს დროდადრო, მხარე სახელმწიფოების სპეციალურ კონფერენციებზე.

(2) ნებისმიერ გადასინჯვაზე კონფერენციის მოწვევა უნდა გადაწყდეს ასამბლეის მიერ.

(3) ნებისმიერი სამთავრობათაშორისო ორგანიზაცია, რომელიც დანიშნულია საერთაშორისო ძიების ან საერთაშორისო წინასწარი ექსპერტიზის უფლებამოსილ ორგანოდ, ნებისმიერი გადასინჯვის კონფერენციის სხდომებზე მეთვალყურედ დაიშვება.

(4) მუხლები 53(5), (9) და (11), 54, 55(4)-(8), 56, და 57 შეიძლება შესწორდეს გადასინჯვის კონფერენციაზე ან 61-ე მუხლის პირობების შესაბამისა