(1) ამ ხელშეკრულებაზე დართული ინსტრუქცია ითვალისწინებს წესებს, რომლებიც ეხება:

(i) საკითხებს, რომლებსაც ეს ხელშეკრულება პირდაპირ აკუთვნებს ინსტრუქციას ან პირდაპირ ითვალისწინებს, რომ ისინი არის ან უნდა იყოს მიკუთვნებული,(ii) ნებისმიერ ადმინისტრაციულ მოთხოვნას, საკითხებს ან პროცედურებს,(iii) ამ ხელშეკრულების პირობების გამოყენების ნებისმიერ კონკრეტულ საკითხს.

(2) (a) ასამბლეას აქვს ინსტრუქციაში ცვლილებების შეტანის უფლება.

(b) პუნქტის (3) თანახმად, ცვლილებების შესატანად საჭიროა მიცემული ხმების სამი მეოთხედი.

(3) (a) ინსტრუქციაში ჩამოთვლილ იმ წესებს, რომელთა ცვლილებაც დასაშვებია:

(i) მხოლოდ ერთხმად, ან

(ii) მხოლოდ მაშინ, როდესაც არც ერთი მხარე სახელმწიფო, რომლის ეროვნული უწყებაც მოქმედებს როგორც საერთაშორისო ძიების ან წინასწარი ექსპერტიზის უფლებამოსილი ორგანო, არ იქნება წინააღმდეგი, ხოლო, თუ ასეთი უფლებამოსილი ორგანო საერთაშორისო ორგანიზაციაა, წინააღმდეგობას არ გამოხატავს ორგანიზაციის წევრი მხარე სახელმწიფო, რომელსაც ამ მიმართებით სხვა წევრი სახელმწიფოებისაგან მიღებული აქვს უფლებამოსილება აღნიშნული ორგანიზაციის უფლებამოსილი შესაბამისი ორგანოს ფარგლებში.

(b) მომავალში ნებისმიერი ასეთი წესის ამოღება მოთხოვნიდან შესაბამისად მოითხოვს (a)(i) ან (a)(ii) ქვეპუნქტებით მითითებული პირობების დაცვას.

(c) მომავალში ნებისმიერი წესის შეტანა რომელიმე ერთ ან მეტ (a) ქვეპუნქტებით მითითებულ პირობებში მოითხოვს ერთსულოვნებას.

(4) ინსტრუქციით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული ინსტრუქციის შემუშავება გენერალური დირექტორის მიერ, ასამბლეის ზედამხედველობით.

(5) ამ ხელშეკრულებისა და ინსტრუქციის ნორმებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ხელშეკრულების ნორმებს.

თავი VI

დავე