(1) (a) კავშირს აქვს ბიუჯეტი.
(b) კავშირის ბიუჯეტი მოიცავს შემოსავალსა და ხარჯებს, საკუთრივ კავშირის შესაბამისს, და მის შესატანებს ბიუჯეტის ხარჯებისათვის, რაც საერთოა ორგანიზაციის მიერ ადმინისტრირებული კავშირებისათვის.
(c) ხარჯები, რომლებიც განკუთვნილია არა მარტო კავშირის, არამედ ორგანიზაციის მიერ ადმინისტრირებული ერთი ან მეტი სხვა კავშირისათვისაც, განიხილება კავშირების საერთო ხარჯებად. კავშირის წილი ასეთ საერთო ხარჯებში მისი ინტერესის პროპორციული უნდა იყოს.
(2) კავშირის ბიუჯეტი დგინდება ორგანიზაციის ადმინისტრირებას დაქვემდებარებული სხვა კავშირების ბიუჯეტებთან კოორდინაციის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
(3) მე-(5) პუნქტის პირობების გათვალისწინებით, კავშირის ბიუჯეტი დაფინანსდება შემდეგი წყაროებიდან:
(i) კავშირთან დაკავშირებული საერთაშორისო ბიუროს მიერ გაწეული მომსახურებისათვის მიღებული საფასურებიდან და გადასახადებიდან.
(ii) კავშირთან დაკავშირებული საერთაშორისო ბიუროს გამოცემების გაყიდვით ან უფლებათა გადაცემით მიღებული შემოსავლებიდან.
(iii) ჩუქებით, უფლებამონაცვლეობით მიღებული ქონებიდან და სუბსიდიებიდან.
(iv) რენტიდან, პროცენტებიდან და სხვა შემოსავლებიდან.
(4) საერთაშორისო ბიუროსათვის განკუთვნილი საფასურებისა და გადასახადების ოდენობა, აგრეთვე, მისი გამოცემების ფასები ისე უნდა იყოს დადგენილი, რომ ნორმალურ ვითარებაში საკმარისად დაიფაროს ამ ხელშეკრულების ადმინისტრირებასთან დაკავშირებული საერთაშორისო ბიუროს ყველა ხარჯი.
(5) (a) ნებისმიერი ფინანსური წლის დეფიციტით დამთავრების შემთხვევაში მხარე სახელმწი-ფოები გაიღებენ თანხებს ასეთი დეფიციტის დასაფარავად (b) და (c) ქვეპუნქტების თანახმად.
(b) ყოველი მხარე სახელმწიფოს შესატანი თანხა ასამბლეის მიერ დგინდება იმ საერთაშორისო განაცხადების რაოდენობის სათანადოდ გათვალისწინებით, რომლებიც შესაბამის წელს წარმოიშვა ყოველი მათგანიდან.
(c) თუ გამოინახა რომელიმე დეფიციტის დაფარვის სხვა დროებითი საშუალებები, მაშინ ასამბლეას შეუძლია გადაწყვიტოს ასეთი დეფიციტის გადატანა ბიუჯეტის სხვა ნაწილში, ხოლო მხარე სახელმწიფოებისაგან აღარ მოითხოვოს შესატანების გადახდა.
(d) თუ კავშირის ფინანსური მდგომარეობა იძლევა შესაძლებლობას, ასამბლეას შეუძლია გადაწყვიტოს, რომ ნებისმიერი შესატანი, გადახდილი (a) ქვეპუნქტის თანახმად, აუნაზღაურდეს ხელშეკრულების იმ მხარე სახელმწიფოს, რომელმაც ის გადაიხადა.
(e) მხარე სახელმწიფოს, რომელმაც ასამბლეის მიერ დადგენილი თარიღისათვის ორი წლის განმავლობაში არ გადაიხადა თავისი შესატანი (b) ქვეპუნქტის თანახმად, არ შეუძლია ხმის მიცემის უფლების გამოიყენება კავშირის არც ერთ ორგანოში. მიუხედავად ამისა, კავშირის ნებისმიერ ორგანოს შეუძლია ნება დართოს ასეთ სახელმწიფოს, განაგრძოს ხმის მიცემის უფლების გამოყენება ამ ორგანოში, თუკი დარწმუნდება, რომ გადახდის დაგვიანებას გამონაკლისის სახე აქვს ან დაგვიანება გარდაუვალი გარემოებებითაა განპირობებული.
(6) თუ ბიუჯეტი არ არის მიღებული ახალი საფინანსო პერიოდის დაწყებამდე, მაშინ საფინანსო წესების თანახმად, ის წინა წლის ბიუჯეტის დონისა რჩება.
(7)(a) კავშირს აქვს საბრუნავი კაპიტალი, რომელიც შედგება მხარე სახელმწიფოთა მიერ ერთჯერადად გადახდილი თანხისაგან. თუ აღნიშნული კაპიტალი საკმარისი არ აღმოჩნდა, ასამბლეა უზრუნველყოფს მის გაზრდას. თუ კაპიტალის ნაწილი საჭირო აღარ არის, მაშინ იგი უნდა დაბრუნდეს.
(b) აღნიშნულ კაპიტალში მხარე სახელმწიფოს მიერ დასაწყისში გადახდილი თანხის ოდენობა ან ამ კაპიტალის გაზრდაში მისი წილი ასამბლეის მიერ განისაზღვრება (5)(b) პუნქტით გათვალისწინებული პრინციპების ანალოგიური საფუძვლებით.
(c) გადახდის პირობები დგინდება ასამბლეის მიერ გენერალური დირექტორის წინადადებით მას შემდეგ, რაც მოისმენს ორგანიზაციის საორგანიზაციო კომიტეტის რჩევას.
(d) ნებისმიერი დაბრუნებული თანხა პროპორციული უნდა იყოს იმ თანხისა, რომელიც გადაიხადა მხარე სახელმწიფომ, გადახდის თარიღის გათვალისწინებით.
(8) (a) შტაბბინის შესახებ ხელშეკრულებით, რომელიც დადებულია იმ ქვეყანასთან, რომლის ტერიტორიაზეც ორგანიზაციას აქვს შტაბბინა, საბრუნავი კაპიტალის უკმარისობის შემთხვევაში ამ ქვეყანამ უნდა გაიღოს საავანსო თანხა. ამ ავანსის ოდენობა და მისი გამოყოფის პირობები, ყველა შემთხვევისათვის, მოცემული ქვეყნისა და ორგანიზაციის ცალკე შეთანხმების საგანია. იმ დროისათვის, როდესაც მითითებულ ქვეყანას აქვს ავანსის გაცემის ვალდებულება, მას ex officio ეკუთვნის ადგილი ასამბლეასა და აღმასრულებელ კომიტეტში.
(b) სახელმწიფოსა და ორგანიზაციას, რომლებიც მითითებულია
(a) ქვეპუნქტით, აქვთ ავანსის გაღების ვალდებულების დენონსირების უფლება, წერი- ლობითი შეტყობინების საფუძველზე. დენონსირება ძალაში შედის სამი წლის შემდეგ იმ წლის დამთავრებიდან, როდესაც მიეწოდა წერილობითი შეტყობინება.
(9) ანგარიშების საფინანსო შემოწმება ხორციელდება ერთი ან მეტი მხარე სახელმწიფოს ან გარეშე აუდიტის მიერ, როგორც გათვალის წინებულია საფინანსო წესებით. შეთანხმების მიხედვით, შემმოწმებელ პირზე მიუთითებს ასამბლე