(1) ასამბლეის მიერ აღმასრულებელი კომიტეტის შექმნის შემთხვევაში იგი უნდა დაექვემდებაროს შემუშავებულ პირობებს.

(2) (a) 57(8) მუხლის თანახმად, აღმასრულებელი კომიტეტი უნდა შედგებოდეს მის მიერ ასამბლეის შემადგენელი მხარე სახელმწიფოებიდან არჩეული სახელმწიფოებისაგან.

(b) აღმასრულებელი კომიტეტის მხარე სახელმწიფოს მთავრობა წარმოდგენილი უნდა იყოს ერთი დელეგატით, რომელსაც შეიძლება ახლდნენ შემცვლელი დელეგატები, მრჩევლები და სპეციალისტები.

(3) აღმასრულებელი კომიტეტის მხარე სახელმწიფოების რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს ასამბლეის წევრი სახელმწიფოების რაოდენობის ერთ მეოთხედს. შესავსები ადგილების რაოდენობის დასადგენად ოთხზე გაყოფის შედეგად მიღებული ნაშთი მხედველობაში არ მიიღება.

(4) აღმასრულებელი კომიტეტის წევრების არჩევისას, ასამბლეამ სათანადო ყურადღება უნდა დაუთმოს სამართლიან გეოგრაფიულ განაწილებას.

(5) (a) ასამბლეის სხდომის დახურვის შემდეგ აღმასრულებელი კომიტეტის ყოველმა წევრმა, რომლებიც არჩეულნი იყვნენ ამ სხდომაზე, უნდა შეასრულონ თავისი ფუნქცია ასამბლეის შემდგომი რიგითი სხდომის დახურვამდე.

(b) აღმასრულებელი კომიტეტის წევრები შეიძლება გადაირჩიონ, მაგრამ მათი რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საერთო რაოდენობის ორ მესამედს.

(c) ასამბლეა ადგენს აღმასრულებელი კომიტეტის წევრთა არჩევისა და გადარჩევის წესებს, დაწვრილებით.

(6) (a) აღმასრულებელი კომიტეტი:

(i) ამზადებს ასამბლეის დღის წესრიგის პროექტს;

(ii) წარადგენს წინადადებებს, დაკავშირებულს ასამბლეის პროგრამის პროექტსა და გენერალური დირექტორის მიერ მომზადებულ კავშირის ორწლიანი ბიუჯეტთან;

(iii) [ამოღებულია]

(iv) შესაბამისი კომენტარებით წარუდგენს ასამბლეას გენერალური დირექტორის პერიოდულ ანგარიშებს და წლიური საფინანსო შემოწმების ანგარიშებს;

(v) ასამბლეის გადაწყვეტილებათა შესაბამისად და ასამბლეის ორი რიგითი სხდომის შუალედში წარმოქმნილი გარემოებების გათვალისწინებით ყველა ღონეს ხმარობს გენერალური დირექტორის მიერ კავშირის პროგრამის განსახორციელებლად;

(vi) ასრულებს ამ ხელშეკრულებით მასზე დაკისრებულ ყველა სხვა ფუნქციას.

(b) იმ საკითხების თაობაზე, რომლითაც დაინტერესებულია ორგანიზაციის ადმინისტრირებას დაქვემდებარებული სხვა კავშირები, აღმასრულებელი კომიტეტი გადაწყვეტილებებს იღებს მას შემდეგ, რაც მოისმენს ორგანიზაციის საკოორდინაციო კომიტეტის რჩევას.

(7) (a) აღმასრულებელი კომიტეტის რიგითი სხდომა იკრიბება წელიწადში ერთხელ გენერალური დირექტორის მოწვევით, უპირატესად, იმავე დროსა და იმავე ადგილას, სადაც ტარდება ორგანიზაციის საკოორდინაციო კომიტეტის სხდომა.

(b) აღმასრულებელი კომიტეტი საგანგებო სხდომაზე იკრიბება გენერალური დირექტორის მოწვევით, როგორც საკუთრივ მისი ინიციატივით, ისე აღმასრულებელი კომიტეტის  თავმჯდომარის ან აღმასრულებელი კომიტეტის წევრების ერთი მეოთხედის მოთხოვნით.

(8) (a) აღმასრულებელი კომიტეტის ნებისმიერ წევრ ქვეყანას აქვს ერთი ხმა.

(b) აღმასრულებელი კომიტეტის წევრების ნახევარი შეადგენს კვორუმს.

(c) გადაწყვეტილებები მიიღება ხმების უბრალო უმრავლესობით.

(d) თავის შეკავება ხმის მიცემად არ ჩაითვლება.

(e) დელეგატი წარმოადგენს მხოლოდ ერთ სახელმწიფოს და ხმას აძლევს მისი სახელით.

(9) ხელშეკრულების მხარე სახელმწიფოები, რომლებიც არ არიან აღმასრულებელი კომიტეტის წევრები, სხდომებზე დაიშვებიან დამკვირვებლად ისევე, როგორც ნებისმიერი სამთავრობათაშორისო ორგანიზაცია, რომელიც დანიშნულია საერთაშორისო საძიებო ან წინასწარი ექსპერტიზის ორგანოდ.

(10) აღმასრულებელი კომიტეტი ამტკიცებს საკუთარ პროცედურულ წესებ