(1) ასამბლეა აფუძნებს ტექნიკური დახმარების კომიტეტს (ამ მუხლში მოხსენიებულია, როგორც “კომიტეტი”).
(2) (a) კომიტეტის წევრებს ირჩევენ მხარე სახელმწიფოთაგან განვითარებადი ქვეყნების წარმომადგენლობისადმი სათანადო ყურადღების გამოჩენით.
(b) გენერალური დირექტორი საკუთარი ინიციატივით ან კომიტეტის მოთხოვნით კომიტეტის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად იწვევს იმ სამთავრობათაშორისო ორგანიზაციათა წარმომადგენლებს, რომელთაც ეხება განვითარებადი ქვეყნებისათვის ტექნიკური დახმარების აღმოჩენა.
(3) (a) კომიტეტის ამოცანაა იმ მხარე სახელმწიფოებისათვის, რომლებიც განვითარებად ქვეყნებს წარმოადგენენ, ტექნიკური დახმარების ორგანიზება და მეთვალყურეობა მათი საპატენტო სისტემების განვითარებაში ინდივიდუალურ ან რეგიონულ საფუძველზე.
(b) ტექნიკური დახმარება სხვა საკითხებთან ერთად უნდა მოიცავდეს სპეციალისტების მომზადებას, ექსპერტების გაცვლასა და აღჭურვილობით უზრუნველყოფას, როგორც დემონსტრირების, ისე საექსპლოატაციო მიზნებისათვის.
(4) საერთაშორისო ბიურო უნდა ეცადოს ხელშეკრულებების დადებას, ერთი მხრივ, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებსა და სამთავრობათაშორისო ორგანიზაციებთან, განსაკუთრებით გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დაწესებულებებსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან დაკავშირებულ სპეციალიზებულ დაწესებულებებთან, რომლებსაც ეხება ტექნიკური დახმარების აღმოჩენა, და მეორე მხრივ, ტექნიკური დახმარების მიმღები სახელმწიფოების მთავრობებთან, ამ მუხლის თანახმად პროექტთა ფინანსირებისათვის.
(5) ამ მუხლის დებულებების შესრულებასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება ასამბლეისა და იმ მუშა ჯგუფების გადაწყვეტილებებით, რომლებიც შეიძლება შექმნას ასამბლეამ ამ მიზნით, ასამბლეის მიერ დადგენილ ჩარჩოებშ