(1) ასამბლეა აფუძნებს ტექნიკური თანამშრომლობის კომიტეტს (ამ მუხლში მოიხსენიება როგორც “კომიტეტი”).
(2) (a) ასამბლეა განსაზღვრავს კომიტეტის შემადგენლობას და ნიშნავს მის წევრებს განვითარებადი ქვეყნების სამართლიანი წარმომადგენლობის გათვალისწინებით.
(b) საერთაშორისო ძიებისა და წინასწარი ექსპერტიზის უფლებამოსილი ორგანოები კომიტეტის წევრებია ex officio* თუ ასეთი ორგანო ხელშეკრულების მხარე სახელმწიფოს ეროვნული უწყებაა, სახელმწიფო აღარ იქნება დამატებით წარმოდგენილი კომიტეტზე.
(c) თუკი ხელშეკრულების მხარე სახელმწიფოთა რიცხვი ამის საშუალებას იძლევა, კომიტეტის წევრთა საერთო რაოდენობა ex officio* წევრების ორმაგ რაოდენობას უნდა შეადგენდეს.
(d) გენერალური დირექტორი საკუთარი ინიციატივით ან კომიტეტის მოთხოვნით იწვევს დაინტერესებულ ორგანიზაციათა წარმომადგენლებს მათთვის საინტერესო საკითხების განხილვებზე მონაწილეობის მისაღებად.
(3) კომიტეტის მიზანია რჩევებისა და რეკომენდაციების მეშვეობით ხელი შეუწყოს:
(i) ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების მუდმივ გაუმჯობესებას,(ii) რადგან არსებობს საერთაშორისო ძიების უფლებამოსილი რამდენიმე ორგანო და საერთაშორისო წინასწარი ექსპერტიზის უფლებამოსილი რამდენიმე ორგანო, მათი დოკუმენტაციისა და სამუშაოს შესრულების მეთოდების ერთგვაროვნების, აგრეთვე, მათი ანგარიშების ერთგვაროვანი მაღალი ხარისხის უზრუნველყოფას, და
(iii) ასამბლეის ან აღმასრულებელი კომიტეტის წამოწყებით იმ სპეციფიკური ტექნიკური პრობლემების გადაწყვეტას, რომლებიც დაკავშირებულია საერთაშორისო ძიების უფლებამოსილი ერთიანი ორგანოს დაფუძნებასთან.
(4) ხელშეკრულების ნებისმიერ მხარე სახელმწიფოსა და ნებისმიერ დაინტერესებულ საერთაშორისო ორგანიზაციას შეუძლია წერილობით მიმართოს კომიტეტს მის კომპეტენციაში მყოფ საკითხებთან დაკავშირებით.
(5) კომიტეტს შეუძლია მიაწოდოს რჩევები და რეკომენდაციები გენერალურ დირექტორს ან მისი მეშვეობით ასამბლეას, აღმასრულებელ კომიტეტს, ყველა ან ცალკეულ საერთაშორისო ძიების ან წინასწარი ექსპერტიზის ორგანოს, აგრეთვე, ყველა ან ცალკეულ მიმღებ უწყებას.
(6)(a) გენერალურმა დირექტორმა ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გადაუგზავნოს აღმასრულებელ კომიტეტს კომიტეტის ყველა რჩევისა და რეკომენდაციის ტექსტი. მას შეუძლია ასეთი ტექსტების კომენტირება
(b) აღმასრულებელ კომიტეტს შეუძლია გამოთქვას საკუთარი შეხედულებანი კომიტეტის ნებისმიერ რჩევაზე, რეკომენდაციასა თუ მის სხვა საქმიანობაზე და შესთავაზოს კომიტეტს, შეისწავლოს და მოამზადოს პასუხი მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით.
მაშინ * ex officio* _ თანამდებობრივი მოვალეობიდან გამომდინარე
აღმასრულებელ კომიტეტს შეუძლია შესაბამის კომენტართან ერთად მიაწოდოს ასამბლეას კომიტეტის რჩევა, რეკომენდაცია და პასუხი.
(7) აღმასრულებელი კომიტეტის დაფუძნებამდე მე-6 პუნქტის მითითებები აღმასრულებელ კომიტეტზე მიიჩნევა ასამბლეაზე მითითებებად.
(8) კომიტეტის მიერ განსახორციელებელი პროცედურის საკითხები წესრიგდება ასამბლეის გადაწყვეტილებები