(1)(a) წინადადებები მუხლების 53(5), (9) და (11), 54, 55(4)-(8), 56, და 57 ცვლილებაზე შეიძლება წამოყენებული იყოს ასამბლეის წევრი ნებისმიერი ქვეყნის, აღმასრულებელი კომიტეტის ან გენერალური დირექტორის მიერ.

(b) ასეთი წინადადებები გენერალურმა დირექტორმა უნდა შეატყობინოს ხელშეკრულების მხარე სახელმწიფოებს, წინასწარ ასამბლეაზე განხილვამდე, სულ მცირე, ექვსი თვით ადრე.

(2)(a) ცვლილებები (1) პუნტში გათვალისწინებულ მუხლებში მიღებული უნდა იყოს ასამბლეის მიერ.

(b) მიღებას ესაჭიროება მიცემული ხმების სამი მეოთხედი.

(3) (a)

ნებისმიერი ცვლილება მუხლებში, რომლებიც მითითებულია (1) პუნქტში, ძალაში შევა ერთ თვეში მას შემდეგ, რაც მიღების შესახებ წერილობითი შეტყობინება, წარდგენილი კონსტიტუციურ პროცედურებთან შესაბამისობაში, იქნება მიღებული გენერალური დირექტორის მიერ, ამ ცვლილების მიღების დროს ასამბლეის წევრი სახელმწიფოების სამი მეოთხედისაგან.

(b) ამგვარად მიღებული ნებისმიერი ცვლილება მითითებულ მუხლებში, სავალდებულოა შესწორების ძალაში შესვლის დროისათვის ასამბლეის წევრი ყველა სახელმწიფოსათვის, იმ პირობით, რომ ნებისმიერი შესწორება, რომელიც ზრდის ხეშეკრულების მხარე სახელმწიფოების ფინანსურ ვალდებულებებს, სავალდებულოა მხოლოდ იმ სახელმწიფოებისათვის, რომლებმაც შეატყობინეს ასეთი შესწორების მიღების შესახებ.

(c) ნებისმიერი ცვლილება, მიღებული (ა) ქვეპუნქტის პირობების შესაბამისად, სავალდებულოა ყველა სახელმწიფოსათვის, რომლებიც ასამბლეის წევრები გახდნენ, (ა) ქვეპუნქტის შესაბამისად შესწორების ძალაში შესვლის თარიღის შემდეგ.

თავი VIII

დასკვნითი დებულებე