(1) (a) ნებისმიერმა სახელმწიფომ შეიძლება განაცხადოს, რომ არ იქნება შებოჭილი II თავის დებულებებით.

(b)(a) ქვეპუნქტის თანახმად სახელმწიფო, რომელიც გააკეთებს ასეთ განცხადებას, არ იქნება შებოჭილი II თავისა და მისი შესაბამისი ინსტრუქციის დებულებებით.

(2) (a) ნებისმიერმა სახელმწიფომ, რომელსაც არ გაუკეთებია განცხადება (1)(a) პუნქტის თანახმად, შეუძლია განაცხადოს, რომ:

(i) საერთაშორისო განაცხადის ასლისა და მისი თარგმანის წარდგენასთან დაკავშირებით (როგორც დადგენილია) თავს არ მიიჩნევს (39)(1) მუხლის პირობებით შებოჭილად;

(ii) ვალდებულება ეროვნული პროცედურის გადავადებასთან დაკავშირებით, მე-40 მუხლის მოთხოვნის თანახმად, არ აბრკოლებს ეროვნული უწყების მიერ ან მის მეშვეობით, საერთაშორისო განაცხადის გამოქვეყნებას ან მის თარგმნას, ამასთან, გასაგებია, რომ ეს არ ათავისუფლებს 30-ე და 38-ე მუხლებით გათვალისწინებული შეზღუდვისაგან.

(b) სახელმწიფოები, რომლებიც აკეთებენ ასეთ განცხადებას, მათი განცხადებების შესაბამისად იქნებიან შებოჭილნი.

(3)(a) ნებისმიერ სახელმწიფოს შეუძლია განაცხადოს, რამდენადაც საქმეს ეხება, რომ არ მოითხოვება საერთაშორისო განაცხადისათვის საერთაშორისო გამოქვეყნება.

(b) თუ პრიორიტეტის თარიღიდან 18 თვის ამოწურვის მომენტისათვის საერთაშორისო განაცხადი შეიცავს მხოლოდ იმ სახელმწიფოების აღნიშვნას, რომლებმაც (a) ქვეპუნქტის შესაბამისად გააკეთეს განცხადება, საერთაშორისო განაცხადი არ გამოქვეყნდება 21(2) მუხლის თანახმად.

(c) (b) ქვეპუნქტის მოთხოვნების მიუხედავად, საერთაშორისო განაცხადი ქვეყნდება საერთაშორისო ბიუროს მიერ:

(i) განმცხადებლის თხოვნის საფუძველზე, როგორც ეს ინსტრუქციითაა გათვალისწინებული;

(ii) დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უადრეს პრიორიტეტის თარიღიდან 18 თვის გასვლისა, საერთაშორისო განაცხადზე დაფუძნებული ეროვნული განაცხადის ან პატენტის გამოქვეყნების შემდეგ, რომელიც გაკეთებულია აღნიშნული სახელმწიფოს ეროვნული უწყების ან მისი სახელით, რომელმაც გააკეთა (a) ქვეპუნქტის თანახმად განცხადება.

(4) (a) ნებისმიერ სახელმწიფოს, რომლის ეროვნული კანონმდებლობა ითვალისწინებს თავისი პატენტების გავლენას ტექნიკის დონეზე თარიღიდან, რომელიც წინ უსწრებს გამოქვეყნების თარიღს, მაგრამ სამრეწველო საკუთრების პარიზის კონვენციის თანახმად, ტექნიკის დონის მიზანებისათვის მოთხოვნილ პრიორიტეტის თარიღს არ უთანაბრებს ამ სახელმწიფოში განაცხადის ფაქტობრივად წარდგენის თარიღს, შეუძლია განაცხადოს, რომ მისი აღნიშვნის შემცველი საერთაშორისო განაცხადის წარდგენა ამ სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ, არ უთანაბრდება ტექნიკის დონის მიზნებისათვის საერთაშორისო განაცხადის ფაქტობრივ წარდგენას ამ სახელმწიფოში.

(b) ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც აკეთებს განცხადებას

(a) ქვეპუნქტის თანახმად, არ იქნება შებოჭილი ამ ფარგლებში 11(3) მუხლის პირობებით.

(c) ნებისმიერმა სახელმწიფომ, რომელიც აკეთებს განცხადებას,(a) ქვეპუნქტის თანახმად, იმავდროულად უნდა დაადგინოს და წერილობით გამოაცხადოს, რომელი თარიღიდან და რა პირობებით იმოქმედებს მოცემულ სახელმწიფოში ნებისმიერი, მისი აღნიშვნის მქონე, საერთაშორისო განაცხადის გავლენა ტექნიკის დონეზე. ეს დადგენილება შეიძლება შეიცვალოს ნებისმიერ დროს გენერალური დირექტორის სახელზე  გაგზავნილი შეტყობინებით.

(5) ნებისმიერ სახელმწიფოს შეუძლია განაცხადოს, რომ იგი არ მიიჩნევს თავს 59-ე მუხლით შებოჭილად. ნებისმიერი დავის შემთხვევაში იმ რომელიმე მხარე სახელმწიფოთა შორის, რომლებმაც გააკეთეს ასეთი განცხადება, და ნებისმიერ სხვა მხარე სახელმწიფოს შორის 59-ე მუხლის დებულებები არ გამოიყენება.

(6) (a) ამ მუხლის თანახმად გაკეთებული ნებისმიერი განცხადება უნდა იყოს წერილობითი. ის შეიძლება გაკეთდეს ამ ხელშეკრულების ხელმოწერის, ან მიერთების რატიფიკაციის საბუთის დეპონირების დროს ან, უფრო გვიან, გარდა მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ნებისმიერ დროს გენერალური დირექტორის სახელზე გაგზავნილი შეტყობინებით. ასეთი შეტყობინების შემთხვევაში განცხადება ძალაში შედის გენერალური დირექტორის მიერ შე ტყობინების მიღების თარიღიდან ექვსი თვის შემდეგ და არ ვრცელდება იმ საერთაშორისო განაცხადებზე, რომლებიც წარდგენილი იყო აღნიშნული ექვსთვიანი ვადის გასვლამდე.

(b) ამ მუხლის თანახმად გაკეთებული ნებისმიერი განცხადების გამოთხოვა დასაშვებია ნებისმიერ დროს გენერალური დირექტორის სახელზე გაგზავნილი შეტყობინებით. ასეთი გამოთხოვა ძალაში შედის გენერალური დირექტორის მიერ შეტყობინების მიღების თარიღიდან სამი თვის შემდეგ, ხოლო, მე-3 პუნქტის თანახმად, განცხადების გამოთხოვის შემთხვევაში არ ვრცელდება საერთაშორისო განაცხადებზე, რომლებიც წარდგენილი იყო აღნიშნული სამ  თვიანი ვადის გასვლამდე.

(7) არ დაიშვება არანაირი დათქმა ამ ხელშეკრულებასთან მიმართებით იმ დათქმების გარდა, რომლებიც ნებადართულია (1)-დან (5)-მდე პუნქტები