(1) ამ ხელშეკრულების დედანი, როდესაც იგი ხელმოსაწერად ღია აღარ იქნება, დეპონირდება გენერალურ დირექტორთან.

(2) გენერალურმა დირექტორმა მის მიერ დამოწმებული ამ ხელშეკრულებისა და თანდართული ინსტრუქციის ორი ასლი უნდა გაუგზავნოს სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენციის ყველა მხარე სახელმწიფოს მთავრობას, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში, ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს მთავრობას.

(3) გენერალურმა დირექტორმა უნდა დაარეგისტრიროს ეს ხელშეკრულება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამდივნოში.

(4) გენერალურმა დირექტორმა უნდა გაუგზავნოს მის მიერ დამოწმებული ამ ხელშეკრულებისა და ინსტრუქციის ნებისმიერი ცვლილების ორი ასლი ყველა მხარე სახელმწიფოს მთავრობას და მოთხოვნის შემთხვევაში ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს მთავრობა