(1) თუ შეთანხმება რომელიმე საერთაშორისო ძიების ან საერთაშორისო წინასწარი ექსპერტიზის უფლებამოსილ ორგანოსთან ითვალისწინებს, დროებით, საერთაშორისო განაცხადების რაოდენობრივ ან სახეობრივ შეზღუდვას, რომელთა განხილვა გადაწყვიტა ასეთმა უფლებამოსილმა ორგანომ, ასამბლეამ უნდა მიიღოს საჭირო ზომები მოცემული კატეგორიის საერთაშორისო განაცხადების მიმართ ამ ხელშეკრულებისა და ინსტრუქციის თანამიმდევრული გამოყენებისათვის. ეს დებულება აგრეთვე გამოიყენება საერთაშორისო ტიპის ძიების მოთხოვნებისათვის, 15(5) მუხლის თანახმად.
(2) ასამბლეამ უნდა დაადგინოს თარიღები, საიდანაც პუნქტი (1)-ის დებულების გათვალისწინებით შეიძლება საერთაშორისო განაცხადებისა და საერთაშორისო წინასწარი ექსპერტიზის მოთხოვნის წარდგენა. ეს თარიღები არ უნდა იყოს უფრო გვიანი, ვიდრე ექვსი თვე მას შემდეგ, რაც ეს ხელშეკრულება ძალაში შევიდა, შესაბამისად, მუხლი 63(1)-ის დებულებების თანახმად, ან მას შემდეგ, რაც II თავი გახდა გამოსაყენებელი 63(3) მუხლი