1. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარება ხორციელდება „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 სექტემბრის №154 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლით განსაზღვრული დოკუმენტაციის სრულად წარმოდგენის შემდეგ.
2. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის პროცედურას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ლიცენზიებისა და ნებართვების დეპარტამენტი.
3. სახელმწიფო ეკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაცია „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 სექტემბრის №154 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის თანახმად უნდა შეიცავდეს „გარემოზე ზემოქმედების შეფასების“ ანგარიშს შედგენილს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2002 წლის 16 მაისის №59 ბრძანებით დამტკიცებული „გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“ დებულებით გათვალისწინებული ანგარიშის, სტრუქტურისა და შინაარსისადმი დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად იმ მოცულობით, რომელიც შეესაბამება კონკრეტული საქმიანობის სპეციფიკას.
4. საქმიანობის საპროექტო დოკუმენტაციის სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზა ხორციელდება სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის საექსპერტო კომისიის მიერ. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის შედეგები შეაქვთ  კომისიის დასკვნაში, რომელსაც ამზადებს სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის საექსპერტო კომისია და ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე.
5. კომისიის დასკვნა შეიტანება სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაში, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე