1. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებაში უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია:
ა) სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების მიზნით შექმნას საექსპერტო კომისიები;
ბ) უზრუნველყოს ექსპერტიზის პროცესი საჭირო ინფორმაციით;
გ) რეგისტრაციაში გაატაროს დამოუკიდებელი ექსპერტები და შექმნას მათი მონაცემთა ბაზა.
2. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩამტარებელი ორგანოს მიერ სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის პროცედურაში მონაწილეობის მიღების მიზნით მოწვეული დამოუკიდებელი ექსპერტი ვალდებულია:
ა) იცნობდეს სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის საკანონმდებლო საფუძვლებს, ძირითად პრინციპებსა და მოქმედ ინსტრუქციულ-მეთოდურ დოკუმენტებს პროცედურის ორგანიზებისა და მიმდინარეობის შესახებ;
ბ) დაიცვას სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის მარეგულირებელი კანონები და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, ექსპერტიზის ჩატარების ვადები;
გ) უზრუნველყოს დასკვნების ობიექტურობა, სისრულე, აგრეთვე მისთვის გადაცემული ან მის ხელთ არსებული დოკუმენტაციის, საინფორმაციო მასალის შენახვა და საჭიროების შემთხვევაში მათი კონფიდენციალურობის დაცვა;
დ) განაცხადოს საქმიანობის კონკრეტული პროექტის განხილვისას მისი საექსპერტო კომისიაში მონაწილეობის შეუძლებლობის შესახებ ამავე დებულების მე-10 მუხლის მე-4 პუნქტში აღწერილი გარემოებებისას.
3. საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია:
ა) სრულად წარმოადგინოს „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დატკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 სექტემბრის №154 დადგენილებით დამტკიცებული  დებულების მე-4 მუხლით განსაზღვრული დოკუმენტაცია;
ბ) დროულად წარუდგინოს სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩამტარებელ ორგანოს მის მიერ ექსპერტიზის პროცედურის სრულყოფილად ჩატარებისათვის საჭირო დამატებითი ინფორმაცია;
გ) შეასრულოს სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობები საქმიანობის განხორციელებისას