სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზა წინ უძღვის გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემას და ეფუძნება შემდეგ პრინციპებს:
ა) საქმიანობის პოტენციური ეკოლოგიური საშიშროების რისკის შეფასება;
ბ) საქმიანობის დაწყებამდე გარემოზე მისი შესაძლო ზეგავლენის შეფასების კომპლექსურობა;
გ) გარემოსდაცვით მოთხოვნათა და გარემოს დაცვის ნორმების გათვალისწინება;
დ) ექსპერტთა დამოუკიდებლობა და მათი უფლებამოსილების შეუზღუდავი განხორციელება;
ე) ექსპერტიზის დასკვნის დასაბუთებულობა და კანონიერება;
ვ) ექსპერტიზის ჩატარების საჯაროობა და მისი აზრის გათვალისწინება