1. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ექსპერტთა რეესტრი წარმოადგენს საინფორმაციო ბანკს ექსპერტთა პერსონალური და პროფესიული მონაცემების შესახებ.
2. დამოუკიდებელი ექსპერტების სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ექსპერტთა რეესტრში რეგისტრაცია და რეესტრიდან გამოყვანა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით.
3. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ექსპერტთა რეესტრს აწარმოებს ლიცენზიებისა და ნებართვების დეპარტამენტი.
4. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის რეესტრში არსებული ინფორმაცია წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას, გარდა ექსპერტთა შესახებ არსებული პერსონალური მონაცემებისა. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის რეესტრში ექსპერტთა შესახებ არსებული პერსონალური მონაცემები გაიცემა მხოლოდ ექსპერტთა თანხმობით ან კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების საფუძველზე.
5. რეესტრი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას ექსპერტის შესახებ:
ა) საპასპორტო მონაცემები, პერსონალური ან საკონტაქტო ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტა;
ბ) მონაცემები განათლების, სამეცნიერო ხარისხის, გამოცდილების, აგრეთვე მონაცემები შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტების (დიპლომი, სერტიფიკატი და სხვა) შესახებ;
გ) სამსახურის ადგილი და სამსახურებრივი მოვალეობა;
დ) მონაწილეობა სახელმწიფო ეკოლოგიურ ექსპერტიზის ან სხვა საექსპერტო ორგანოების მუშაობაში;
ე) მისი სხვა შრომითი ურთიერთობანი ბოლო ან მიმდინარე პერიოდში.
6. რეესტრი პერიოდულად ახლდება. რეესტრის სარეგისტრაციო ფორმაში შედის მიმდინარე ინფორმაცია დამოუკიდებელი ექსპერტის სახელმწიფო ეკოლოგიურ ექსპერტიზაში მონაწილეობის შესახებ
„სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 06.03.2007
მუხლი 11. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ექსპერტთა რეესტრი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 4. ტერმინთა განმარტებანი
- მუხლი 5. უფლებები სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის პროცედურის სფეროში
- მუხლი 6. ვალდებულებები სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების სფეროში
- მუხლი 7. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ობიექტები
- მუხლი 8. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის პროცედურის ჩატარების თანამიმდევრობა და წესი
- მუხლი 10. საკვალიფიკაციო მოთხოვნები დამოუკიდებელ ექსპერტთა მიმართ და მათი სტატუსი
- მუხლი 12. დამოუკიდებელ ექსპერტთა რეგისტრაცია და სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის პროცედურისათვის მათი შერჩევის კრიტერიუმები
- მუხლი 13. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის საექსპერტო კომისიის ფორმირება და შემადგენლობა
- მუხლი 14. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის საექსპერტო კომისიის თავმჯდომარე
- მუხლი 15. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის საექსპერტო კომისიის ფუნქციები
- მუხლი 16. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის პროცედურის მიმდინარეობა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე, მუხლი 11, №193, 06.03.2007, სარეგისტრაციო კოდი 360130000.22.023.010072 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.03.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1352420/muxli-11/