1. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის საექსპერტო კომისიის ფუნქციებია:
ა) განსახორციელებელ საქმიანობის კონტექსტში გარემოს ყველა კომპონენტის, ბუნებრივი რესურსებისა და სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორების ურთიერთქმედების კომპლექსური ანალიზის ჩატარება;
ბ) მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, მისი არსებობის პირობებზე, ბუნებრივი გარემოს ხარისხობრივ და რაოდენობრივ მდგომარეობაზე და ტერიტორიის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე ცალკეული შეფასებებისა და საექსპერტო განხილვის ცალკეული ასპექტების ინტეგრირება განზრახული საქმიანობის შედეგების მოსალოდნელი ზეგავლენის დადგენის მიზნით;
გ) საპროექტო დოკუმენტაციის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ინფორმაციის მომზადება.
2. პასუხისმგებლობა სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის საექსპერტო კომისიის მუშაობის სათანადო ორგანიზებასა და ტექნიკური უზრუნველყოფისათვის ეკისრება სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩამტარებელ ორგანოს