1. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის პროცედურის ჩატარების დროს საქმიანობის განმახორციელებლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია გამოიყენება მხოლოდ მისი საქმიანობის პროექტის განხილვის დროს, წარმოადგენს მის საკუთრებას და არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა მიზნებით საქმიანობის განმახორციელებლის წერილობითი თანხმობის გარეშე.
2. დამოუკიდებელი ექსპერტები და სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩამტარებელი ორგანოს მოხელეები ვალდებულნი არიან არ გამოიყენონ ინფორმაცია, რომელიც საქმიანობის განმახორციელებლის საკუთრებას წარმოადგენს, სხვა მიზნებით და არ გადასცენ იგი სხვა პირებს ან სახელმწიფო ხელისუფლების სტრუქტურებს, თუ ამას არ ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი პასუხისმგებლობა განიხილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
„სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 06.03.2007
მუხლი 21. ინფორმაციის დაცვა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 14. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის საექსპერტო კომისიის თავმჯდომარე
- მუხლი 15. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის საექსპერტო კომისიის ფუნქციები
- მუხლი 16. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის პროცედურის მიმდინარეობა
- მუხლი 17. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა
- მუხლი 18. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის ფორმა
- მუხლი 19. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გაფორმება
- მუხლი 23. ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე, მუხლი 21, №193, 06.03.2007, სარეგისტრაციო კოდი 360130000.22.023.010072 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.03.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1352420/muxli-21/