1. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას გასცემს სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩამტარებელი ორგანო. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა შეიძლება იყოს დადებითი ან უარყოფითი. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დადებითი დასკვნა გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ დამასაბუთებელი დოკუმენტაცია:
ა) შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას და საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ გარემოს დაცვის ნორმებსა და სტანდარტებს;
ბ) მასში მოყვანილი საქმიანობის განხორციელება განსაზღვრულ ადგილსა და გარემოებაში არ გამოიწვევს გარემოს მდგომარეობისა და ბუნებრივი რესურსების შეუქცევად ხარისხობრივ და თვისობრივ ცვლილებებს;
გ) ითვალისწინებს გარემოზე ზემოქმედების შემცირების ან თავიდან აცილების ღონისძიებებს, ავარიული სიტუაციების შესაძლებელი შედეგების ლიკვიდაციის ღონისძიებათა ჩათვლით.
2. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დადებითი დასკვნა წარმოადგენს საქმიანობაზე გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის ერთ-ერთ საფუძველს.
3. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დადებითი დასკვნის მოქმედება არის უვადო.
4. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობა წარმოადგენ საქმიანობის განმახორციელებლისათვის შესასრულებლად სავალდებულო მოთხოვნებს, რომლის მიზანია საქმიანობის განხორციელების პროცესში გარემოზე ზემოქმედების შემცირება.
5. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩამტარებელი ორგანო სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის უარყოფითი დასკვნას გასცემს, თუ წარმოდგენილი დოკუმენტაციის სრულყოფილი შესწავლის შემდეგ დადგინდა, რომ დაგეგმილი საქმიანობა მთლიანობაში ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი, პუნქტით განსაზღვრულ პირობებს ან მათ მნიშვნელოვან ნაწილს.
6. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის უარყოფითი დასკვნა წარმოადგენს საქმიანობაზე გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველს