1. სახელმწიფო ეკოლოგიურ ექსპერტიზაში დამოუკიდებელი ექსპერტის მონაწილეობის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს მათი რეგისტრაცია სახელმწიფო ეკოლოგიურ ექსპერტიზის ექსპერტთა რეესტრში.
2. რეგისტრაციის აუცილებელი პირობაა ექსპერტის თანხმობა სახელმწიფო ეკოლოგიურ ექსპერტიზაში მონაწილეობის თაობაზე.
3. ექსპერტების რეგისტრირება ხდება სამინისტროს ლიცენზიებისა და ნებართვების დეპარტამენტის უფროსის წერილობითი წარდგინების საფუძველზე გამოცემული მინისტრის ბრძანებით.
4. პროექტის სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზისათვის რეესტრიდან დამოუკიდებელი ექსპერტების შერჩევა ხდება მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე.
5. მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე დამოუკიდებელ ექსპერტებთან შრომით ხელშეკრულებას აფორმებს სამინისტროს ლიცენზიებისა და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი.
6. რეესტრიდან დამოუკიდებელი ექსპერტების შერჩევის ძირითადი კრიტერიუმებია:
ა) განსახილველი პროექტის შესაბამისი განათლება და სპეციალობა;
ბ) პროექტით განსაზღვრული საქმიანობის სპეციფიკის ცოდნა;
გ) ანალოგიური პროექტების განხილვის გამოცდილება;
დ) შესაბამისი ნორმებისა და სტანდარტების შესახებ ინფორმირებულობა;
ე) საორგანიზაციო, კოლექტიური მუშაობისა და სხვა ექსპერტიზებში მონაწილეობის გამოცდილება;
ვ) ინფორმაციის ანალიზის, განზოგადებისა და ობიექტური დასკვნების გამოტანის უნარი;
ზ) დასკვნების წერილობითი ფორმით წარმოდგენის ჩვევები;
თ) გარემოსდაცვითი კანონმდებლობისა და სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის ცოდნა;
ი) საექსპერტო ობიექტთან დაკავშირებულ საკითხებში საუკეთესო გამოცდილებისა და პრაქტიკის შესახებ ინფორმირებულობა;
კ) სასურველია განზრახული საქმიანობის ადგილ-მდებარეობის ცოდნა, კარტოგრაფიულ მასალასთან მუშაობის ჩვევები, კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა, უცხო ენის ფლობა.
7. დამოუკიდებელი ექსპერტებთან დაკავშირებული შრომითი ურთიერთობები რეგულირდება საქართველოს შრომის კანონმდებლობით
„სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 06.03.2007
მუხლი 12. დამოუკიდებელ ექსპერტთა რეგისტრაცია და სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის პროცედურისათვის მათი შერჩევის კრიტერიუმები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 5. უფლებები სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის პროცედურის სფეროში
- მუხლი 6. ვალდებულებები სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების სფეროში
- მუხლი 7. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ობიექტები
- მუხლი 8. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის პროცედურის ჩატარების თანამიმდევრობა და წესი
- მუხლი 10. საკვალიფიკაციო მოთხოვნები დამოუკიდებელ ექსპერტთა მიმართ და მათი სტატუსი
- მუხლი 11. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ექსპერტთა რეესტრი
- მუხლი 13. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის საექსპერტო კომისიის ფორმირება და შემადგენლობა
- მუხლი 14. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის საექსპერტო კომისიის თავმჯდომარე
- მუხლი 15. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის საექსპერტო კომისიის ფუნქციები
- მუხლი 16. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის პროცედურის მიმდინარეობა
- მუხლი 17. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე, მუხლი 12, №193, 06.03.2007, სარეგისტრაციო კოდი 360130000.22.023.010072 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.03.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1352420/muxli-12/