1. „სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის საექსპერტო კომისია“ იქმნება კანონმდებლობით განსაზღვრული საქმიანობის საპროექტო დოკუმენტაციის სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ყოველი კონკრეტული პროცედურის ჩასატარებლად.
2. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის საექსპერტო კომისიის შემადგენლობაში შეიძლება მოწვეულ იქნენ:
ა) დამოუკიდებელი ექსპერტები;
ბ) დროებითი ექსპერტ-კონსულტანტი.
3. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის საექსპერტო კომისიის შემადგენლობას ადმინისტრაციული აქტით ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.
4. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის საექსპერტო კომისია უნდა შედგებოდეს არანაკლებ 5 და არა უმეტეს 9 ექსპერტისაგან.
5. ექსპერტთა კონკრეტული რაოდენობრივი შემადგენლობა ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ოდენობების ფარგლებში განისაზღვრება სახელმწიფო ეკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის მოცულობიდან, სირთულიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე.
6. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის საექსპერტო კომისიის სრული შემადგენლობის დამტკიცების შემდეგ ექსპერტები ირჩევენ საექსპერტო კომისიის თავმჯდომარეს
„სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 06.03.2007
მუხლი 13. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის საექსპერტო კომისიის ფორმირება და შემადგენლობა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 6. ვალდებულებები სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების სფეროში
- მუხლი 7. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ობიექტები
- მუხლი 8. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის პროცედურის ჩატარების თანამიმდევრობა და წესი
- მუხლი 10. საკვალიფიკაციო მოთხოვნები დამოუკიდებელ ექსპერტთა მიმართ და მათი სტატუსი
- მუხლი 11. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ექსპერტთა რეესტრი
- მუხლი 12. დამოუკიდებელ ექსპერტთა რეგისტრაცია და სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის პროცედურისათვის მათი შერჩევის კრიტერიუმები
- მუხლი 14. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის საექსპერტო კომისიის თავმჯდომარე
- მუხლი 15. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის საექსპერტო კომისიის ფუნქციები
- მუხლი 16. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის პროცედურის მიმდინარეობა
- მუხლი 17. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა
- მუხლი 18. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის ფორმა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე, მუხლი 13, №193, 06.03.2007, სარეგისტრაციო კოდი 360130000.22.023.010072 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.03.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1352420/muxli-13/