1. „სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა“ წარმოადგენს A-3 ფორმატის (42X29) შუაზე გაკეცილ ფურცელს (საჭიროების შემთხვევაში დასკვნა შესაძლებელია შეიცავდეს ჩანართს A-4 ფორმატის (21X29) ერთ ან რამდენიმე ფურცელს, რომელიც დამოწმებულ უნდა იქნეს ექსპერტიზის ჩამტარებელი ორგანოს მიერ ბეჭდითა და პასუხისმგებელი პირის ხელისმოწერით). „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 სექტემბრის №154 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა მტკიცდება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ადმინისტრაციული აქტით.
2. დასკვნა ივსება სამ ეგზემპლარად, ერთი ეგზემპლარი გარემოზე ზემოქმედების ნებართვასთან ერთად ეძლევა საქმიანობის განმახორციელებელს, მეორე ეგზემპლარი რჩება სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩამტარებელ ორგანოს, ხოლო მესამე ეგზავნება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვის ინსპექციას. სამივე ეგზემპლარს გააჩნია ერთი და იგივე სარეგისტრაციო ნომერი და რეგისტრირდება სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩამტარებელი ორგანოს მიერ.
3. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა შეიცავს შემდეგ მონაცემებს:
ა) რიგითი სარეგისტრაციო ნომერი;
ბ) საქმიანობის დასახელება;
გ) საქმიანობის განმახორციელებლის დასახელება და მისამართი;
დ) საქმიანობის განხორციელების ადგილი;
ე) განაცხადის შემოსვლის თარიღი;
ვ) მონაცემები პროექტის შემდგენლის შესახებ;
ზ) ძირითადი საპროექტო გადაწყვეტილებანი;
თ) სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობები;
ი) სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა
„სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 06.03.2007
მუხლი 18. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის ფორმა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 12. დამოუკიდებელ ექსპერტთა რეგისტრაცია და სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის პროცედურისათვის მათი შერჩევის კრიტერიუმები
- მუხლი 13. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის საექსპერტო კომისიის ფორმირება და შემადგენლობა
- მუხლი 14. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის საექსპერტო კომისიის თავმჯდომარე
- მუხლი 15. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის საექსპერტო კომისიის ფუნქციები
- მუხლი 16. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის პროცედურის მიმდინარეობა
- მუხლი 17. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა
- მუხლი 19. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გაფორმება
- მუხლი 21. ინფორმაციის დაცვა
- მუხლი 23. ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე, მუხლი 18, №193, 06.03.2007, სარეგისტრაციო კოდი 360130000.22.023.010072 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.03.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1352420/muxli-18/