1. „სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას“ ამზადებს სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის კომისია.
2. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის კომისიის მიერ მომზადებულ „სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას“ ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე, რის შემდეგაც ხდება „სახელმწიფო ეკოლოგირი ექსპერტიზის დასკვნის“ დამტკიცება ან დამოწმება.
3. „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 სექტემბრის №154 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი, ხოლო სხვა შემთხვევაში სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას ამოწმებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ლიცენზიებისა და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი.
4. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის დამტკიცების ან დამოწმების შემდეგ ის იძენს სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის სტატუსს და იგი ხდება საქმიანობაზე გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის საფუძველი
„სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 06.03.2007
მუხლი 19. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გაფორმება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 13. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის საექსპერტო კომისიის ფორმირება და შემადგენლობა
- მუხლი 14. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის საექსპერტო კომისიის თავმჯდომარე
- მუხლი 15. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის საექსპერტო კომისიის ფუნქციები
- მუხლი 16. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის პროცედურის მიმდინარეობა
- მუხლი 17. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა
- მუხლი 18. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის ფორმა
- მუხლი 21. ინფორმაციის დაცვა
- მუხლი 23. ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე, მუხლი 19, №193, 06.03.2007, სარეგისტრაციო კოდი 360130000.22.023.010072 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.03.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1352420/muxli-19/