(1)(a) პუნქტის (3) პირობების გათვალისწინებით, ეს ხელშეკრულება შედის ძალაში რვა სახელმწიფოს მიერ რატიფიკაციის ან მიერთების საბუთების დეპონირებიდან სამი თვის შემდეგ, იმ პირობით, რომ ამ სახელმწიფოებიდან, სულ მცირე, ოთხი აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნათაგან რომელიმეს:
(i) ამ სახელმწიფოში წარდგენილი განაცხადების რაოდენობა, საერთაშორისო ბიუროს მიერ გამოქვეყნებული ბოლო ყოველწლიური სტატისტიკური მონაცემების თანახმად, აღემატება 40 000-ს,(ii) ასეთი სახელმწიფოს მოქალაქეებმა ან მცხოვრებმა პირებმა წარადგინეს, საერთაშორისო ბიუროს მიერ გამოქვეყნებული ბოლო ყოველწლიური სტატისტიკური მონაცემების თანახმად, სულ მცირე, 1 000 განაცხადი უცხოეთის რომელიმე ქვეყანაში,(iii) სახელმწიფოს ეროვნულმა უწყებამ უცხო ქვეყნების მოქალაქეების ან ქვეშევრდომებისგან მიიღო, საერთაშორისო ბიუროს მიერ გამოქვეყნებული ბოლო ყოველწლიური სტატისტიკური მონაცემების თანახმად, სულ მცირე, 10 000 განაცხადი.
(b) ამ პუნქტის მიზნებისათვის, ტერმინი “განაცხადები” არ მოიცავს განაცხადებს სასარგებლო მოდელებზე.
(2) პუნქტის (3) პირობების გათვალისწინებით, ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც (1) პუნქტის თანახმად, ძალაში შესვლით არ გახდა ამ ხელშეკრულების მხარე, ამ ხელშეკრულებით შებოჭილი გახდება მის მიერ რატიფიცირებული მოწმობის ან მიერთების აქტის დეპონირების თარიღიდან სამი თვის შემდეგ.
(3) II თავის პირობები და ამ ხელშეკრულებაზე დართული ინსტრუქციის შესაბამისი პირობები გამოიყენება მხოლოდ იმ თარიღიდან, როცა სამი სახელმწიფო, რომელთაგანაც ყოველი აკმაყოფილებს,(1) პუნქტში მითითებული სამი მოთხოვნიდან, სულ ცოტა, ერთს მაინც, გახდა ამ ხელშეკრულების მხარე ისე, რომ 64(1) მუხლთან დაკავშირებით არ განუცხადებია უარი II თავის დებულებების მათზე გავრცელებაზე. ამასთან, ეს თარიღი არ უნდა იყოს, (1) პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ძალაში შესვლის თავდაპირველ თარიღზე ადრინდელ