(1) სამრეწველო საკუთრების დაცვის საერთაშორისო კავშირის წევრ ნებისმიერ სახელმწიფოს შეუძლია გახდეს ამ ხელშეკრულების მხარე:
(i) ხელმოწერით, რატიფიკაციის საბუთის შემდგომი დეპონირებით ან
(ii) მიერთების საბუთის დეპონირებით.
(2) რატიფიკაციის ან მიერთების საბუთები უნდა ჩაბარდეს შესანახად გენერალურ დირექტორს.
(3) სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენციის სტოკჰოლმის აქტის 24-ე მუხლის პირობები გამოიყენება ამ ხელშეკრულებისათვის.
(4) პუნქტი (3) არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს გაგებული როგორც ნებისმიერი მხარე სახელმწიფოს მიერ ფაქტობრივი მდგომარეობის აღიარების ან უსიტყვო მიღების შემცველი იმ ტერიტორიასთან მიმართებაში, რომლისთვისაც სხვა მხარე სახელმწიფომ გახადა გამოსაყენებელი ეს ხელშეკრულება, აღნიშნული პუნქტის საფუძველზ