(1) [მხარედ გახდომის უფლება] მე-(2) და მე-(3) პუნქტებიდან და 28-ე მუხლიდან გამომდინარე,(Ι) ორგანიზაციის ნებისმიერ წევრ სახელმწიფოს შეუძლია ხელი მოაწეროს და გახდეს ამ აქტის მხარე;
(ΙΙ) ნებისმიერ სამთავრობათაშორისო ორგანიზაციას, რომელიც უზრუნველყოფს იმ უწყების საქმიანობას, რომელსაც შეუძლია მიანიჭოს დაცვა სამრეწველო ნიმუშებს ტერიტორიაზე, სადაც სამთავრობათაშორისო ორგანიზაციის დამაარსებელი ხელშეკრულება მოქმედებს, შეუძლია მოაწეროს ხელი და გახდეს ამ აქტის მხარე, იმის გათვალისწინებით, რომ სამთავრობათაშორისო ორგანიზაციის სულ მცირე ერთი წევრი სახელმწიფო არის ორგანიზაციის წევრი და იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი უწყება მე-19 მუხლის შესაბამისად არ არის შეტყობინების სუბიექტი.
(2) [რატიფიკაცია ან მიერთება] (1) პუნქტით აღნიშნულ ნებისმიერ სახელმწიფოს ან სამთავრობათაშორისო ორგანიზაციას შეუძლია განახორციელოს დეპონირება.
(Ι) რატიფიკაციის სამართლებრივი აქტისა, თუ მან ხელი მოაწერა ამ აქტს, ან
(ΙΙ) მიერთების სამართლებრივი აქტისა, თუ მას ხელი არ აქვს მოეწერილი ამ აქტზე.
(3) [დეპონირების ძალაში შესვლის თარიღი](ა) (ბ)-დან (დ)-მდე პუნქტებიდან გამომდინარე, რატიფიკაციის ან მიერთების სამართლებრივი აქტის დეპონირების ძალაში შესვლის თარიღი არის თარიღი, როდესაც ამ სამართლებრივი აქტის დეპონირება განხორციელდა.
(ბ) ნებისმიერ სახელმწიფოს, სადც სამრეწველო ნიმუშის დაცვის მიღება შესაძლებელია მხოლოდ სამთავრობათაშორისო ორგანიზაციის, რომლის წევრია სახელმწიფო, უწყების საშუალებით, რატიფიკაციის ან მიერთების სამართლებრივი აქტის დეპონირების ძალაში შესვლის თარიღი არის თარიღი, როდესაც ამ სამთავრობათაშორისო ორგანიზაციის სამართლებრივი აქტების დეპონირება განხორციელდა, თუ ეს თარიღი აღნიშნული სახელმწიფოს სამართლებრივი აქტების დეპონირების თარიღზე გვიანდელია.
(გ) რატიფიკაციის ან მიერთების ნებისმიერი სამართლებრივი აქტის, რომელიც შეიცავს ან, რომელსაც თან ერთვის მე-19 მუხლში აღნიშნული შეტყობინება, ძალაში შესვლის თარიღი არის თარიღი, როდესაც სახელმწიფოების ჯგუფის წევრი სახელმწიფოების, რომლებმაც გააკეთეს აღნიშნული შეტყობინება, უკანასკნელი სამართლებრივი აქტებით იყო დეპონირებული.
(დ) სახელმწიფოს მიერ რატიფიკაციის ან მიერთების ნებისმიერი სამართლებრივი აქტი შეიძლება შეიცავდეს ან თანდართული ჰქონდეს განცხადება, რომელიც პირობად აყენებს, რომ ჩაითვალოს დეპონირებულად ერთი სხვა სახელმწიფოს ან ერთი სამთავრობათაშორისო ორგანიზაციის სამართლებრივი აქტი, ან ორი სხვა სახელმწიფოს სამართლებრივი აქტები, ან ერთი სხვა სახელმწიფოს და ერთი სამთავრობათაშორისო ორგანიზაციის, რომელიც განსაზღვრულია სახელით და აკმაყოფილებს ამ აქტის მხარედ გახდომის მოთხოვნებს, აქტი არის ან არიან აგრეთვე დეპონირებული. სამართლებრივი აქტი, რომელიც შეიცავს ან რომელსაც თან ერთვის ასეთი განცხადება ჩაითვლება დეპონირებულად იმ დღეს, როდესაც განცხადებაში აღნიშნული პირობა შესრულდება. გარდა ამისა, როდესაც განცხადებაში განსაზღვრული სამართლებრივი აქტი თვითონ შეიცავს, ან მას თვითონ ერთვის აღნიშნული სახის განცხადება, ეს სამართლებრივი აქტი ითვლება დეპონირებულად იმ დღეს, როდესაც უკანასკნელ განცხადებაში განსაზღვრული პირობა შესრულდება.
(ე) ნებისმიერ დროს შეიძლება (დ) პუნქტის შესაბამისად გაკეთებული ნებისმიერი განცხადების გატანა მთლიანადან ნაწილობრივ. ნებისმიერი ასეთი გატანა ძალაში შევა თარიღით, როდესაც გენერალური დირექტორი მიიღებს შეტყობინებას გატანის შესახე