(1) [განცხადებების გაკეთების დრო] მე-4 (1) (ბ), მე-5 (2) (ა), მე-7 (2), მე-11 (1), მე-13(1), მე-14 (3), მე-16 (2) ან მე-17 (3) (გ) მუხლების შესაბამისად ნებისმიერი განცხადება შეიძლება გაკეთდეს

(Ι) 27-ე მუხლის მე-(2) პუნქტით აღნიშნული სამართლებრივი აქტის დეპონირებისას, ამ შემთხვევაში იგი ძალაში შევა იმ თარიღით, როდესაც სახელმწიფოზე ან სამთავრობათაშორისო ორგანიზაციაზე, რომლებმაც გააკეთეს განცხადება, ვრცელდება ამ აქტის მოქმედება, ან

(ΙΙ) 27-ე მუხლის მე-(2) პუნქტში აღნიშნული სამართლებრივი აქტის დეპონირების შემდეგ, ამ შემთხვევაში იგი ძალაში შევა გენერალური დირექტორის მიერ მისი მიღების თარიღიდან სამ თვეში, ან განცხადებაში მითითებული ნებისმიერი გვიანი თარიღით, მაგრამ გამოყენებადია მხოლოდ ნებისმიერი საერთაშორისო რეგისტრაციის მიმართ, რომლის საერთაშორისო რეგისტრაციის თარიღი განცხადების ძალაში შესვლის თარიღს ემთხვევა ან უფრო გვიანია.

(2) [საერთო უწყების მქონე სახელმწიფოების განცახდებები] (1) პუნქტის მიუხედავად ამ პუნქტში აღნიშნული ნებისმიერი განცხადება, რომელიც გააკეთა სახელმწიფომ, რომელმაც სხვა სახელმწიფოსთან ან სხვა სახელმწიფოებთან ერთად მე-19 მუხლის (1) პუნქტის შესაბამისად შეატყობინა გენერალურ დირექტორს მათი ეროვნული უწყების საერთო უწყებით ჩანაცვლების შესახებ, ძალაში შევა მხოლოდ მაშინ, თუ ამ სხვა სახელმწიფომ ან ამ სხვა სახელმწიფოებმა გააკეთა ან გააკეთეს შესაბამისი განცხადება ან განცხადებები.

(3) [განცხადებების გატანა](1) პუნქტში აღნიშნული ნებისმიერი განცხადება შეიძლება გატანილ იქნეს ნებისმიერ დროს გენერალური დირექტორის სახელზე გაგზავნილი შეტყობინებით. ასეთი გატანა ძალაში შედის გენერალური დირექტორის მიერ შეტყობინების მიღების თარიღიდან სამ თვეში ან შეტყობინებაში მითითებული ნებისმიერი გვიანი თარიღით. მე-(7) მუხლის მე-(2) პუნქტის შესაბამისად გაკეთებული განცხადების შემთხვევაში, გატანა არ მოახდენს გავლენას საერთაშორისო განცხადებაზე, რომელიც შეტანილი იყო ამ გატანის ძალაში შესვლამდ