ამ აქტის დეპოზიტარი არის გენერალური დირექტორი.

[1]

როდესაც იღებდა მე-10 მუხლს დიპლომატიურ კონფერენციას ესმოდა, რომ არაფერი ამ მუხლში განმცხადებლისათვის, ან მფლობელისთვის, ან პირისათვის, რომელსაც განმცხადებლის, ან მფლობელის თანხმობა აქვს, არ აბრკოლებს საერთაშორისო განაცხადის ან საერთაშორისო რეგისტრაციის ხელმისაწვდომობას.

[2]

როდესაც იღებდა მე-12(4), მე-14(2) (ბ) მუხლებს და წესს 18(4), დიპლომატიური კონფერენცია აცნობიერებდა, რომ უწყების მიერ, რომელმაც შეატყობინა უარი, უარის გატანამ შეიძლება მიიღოს განცხადების ფორმა იმის შესახებ, რომ აღნიშნულმა უწყებამ გადაწყვიტა მიიღოს საერთაშორისო რეგისტრაციის მოქმედება სამრეწველო ნიმუშების, ან რამდენიმე სამრეწველო ნიმუშის მიმართ, რომელთანაც დაკავშირებული იყო უარის შეტყობინება. აგრეთვე გასაგები იყო, რომ უწყებას შეუძლია უარის შეტყობინების გაგზავნისათვის ნებადართული დროის პერიოდის განმავლობაში გაგზავნოს განცხადება იმის შესახებ, რომ მან გადაწყვიტა მიიღოს საერთაშორისო რეგისტრაციის მოქმედება მაშინაც კი, როდესაც მას არ გაუგზავნია უარის ასეთ შეტყობინებ