(1) [ურთიერთობა სახელმწიფოებს შორის, რომლებიც ორივე ამ აქტის და 1934 წლის ან 1960 წლის აქტების მხარეები არიან]ეს აქტი გამოიყენება იმ სახელმწიფოთა ურთიერთობაში, რომლებიც ორივე ამ აქტის და 1934 წლის აქტის ან 1960 წლის აქტის მხარეები არიან. ამასთან, ასეთმა სახელმწიფოებმა ერთმანეთთან ურთიერთობის დროს, შემთხვევისდა მიხედვით, უნდა გამოიყენონ 1934 წლის აქტი ან 1960 წლის აქტი იმ სამრეწველო ნიმუშებისათვის, რომლებიც დეპონირებული იყო საერთაშორისო ბიუროში მათ ურთიერთობაში ამ აქტის გამოყენების დაწყების წინ.

(2) [ურთირთობა სახელმწიფოებს შორის, რომლებიც ორივე ამ აქტის და 1934 წლის ან 1960 წლის აქტების მხარეები არიან და სახელმწიფოებს შორის, რომლებიც არიან 1934 წლის და 1960 წლის აქტების მხარეები და არ არიან ამ აქტის მხარეები] (ა) ნებისმიერმა სახელმწიფომ, რომელიც ორივე ამ აქტის და 1934 წლის აქტის მხარეა უნდა გააგრძელოს 1934 წლის აქტების გამოყენება იმ სახელმწიფოებთან ურთიერთობაში, რომლებიც 1934 წლის აქტის მხარეები არიან და არ არიან 1960 წლის ან ამ აქტის მხარეები.

(ბ) ნებისმიერმა სახელმწიფომ, რომელიც ორივე ამ აქტის და 1960 წლის აქტის მხარეა, უნდა გააგრძელოს 1960 წლის აქტის გამოყენება იმ სახელმწიფოებთან ურთიერთობაში, რომლებიც 1960 წლის აქტის მხარეები არიან და არ არიან ამ აქტის მხარეებ