(1) [წინადადებების შეცვლის შესახებ] (ა) ასამბლეის მიერ 21-ე, 22-ე, 23-ე და ამ მუხლის შეცვლის წინადადება შეიძლება წარმოდგენილ იქნეს ნებისმიერი მონაწილე მხარის ან გენერალური დირექტორის ინიციატივით.
(ბ) გენერალურმა დირექტორმა ასეთი წინადადებების შესახებ უნდა შეატყობინოს მონაწილე მხარეებს, მათი ასამბლეის მიერ განხილვამდე ექვსი თვით ადრე.
(2) [უმრავლესობა]ამ მუხლის (1) პუნქტით გათვალისწინებული ნებისმიერი ცვლილებების მიღება მოითხოვს უმრავლესობის სამ მეოთხედს, 21-ე მუხლის ან წინამდებარე პუნქტის ნებისმიერი ცვლილების გამოკლებით, რომელიც მოითხოვს უმრავლესობის ოთხმეხუთედს.
(3) [ძალაში შესვლა](ა) იმ შემთხვევების გამოკლებით, როდესაც გამოიყენება (ბ) ქვეპუნქტი, (1) პუნქტით აღნიშნული მუხლების ნებისმიერი ცვლილება ძალაში შედის გენერალური დირექტორის მიერ იმ მონაწილე მხარეების სამი მეოთხედისაგან თანხმობის შესახებ, რომელიც ხორციელდება მათი შესაბამისი კონსტიტუციური პროცედურების შესაბამისად, წერილობითი შეტყობინების მიღებიდან ერთი თვის შემდეგ, რომლებიც ცვლილებების მიღების დროს ასამბლეის წევრები იყვნენ და ამ ცვლილებისათვის ხმის მიცემის უფლება ჰქონდათ.
(ბ) 21-ე მუხლის მე-(3) ან მე-(4) პუნქტის ან ამ ქვეპუნქტის ცვლილება ძალაში არ შედის, თუ ასამბლეის მიერ მისი მიღებიდან ექვსი თვის განმავლობაში ნებისმიერი მონაწილე მხარე შეატყობინენბს გენერალურ დირექტორს, რომ იგი არ იღებს ამ ცვლილებას.
(გ) ნებისმიერი ცვლილება, რომელიც ძალაში შედის ამ პუნქტის დებულებების შესაბამისად, ბოჭავს ყველა სახელმწიფო და სამთავრობათაშორისო ორგანიზაციას, რომლებიც ცვლილების ძალაში შესვლის დროს მონაწილე მხარეები არიან, ან შემდგომ გახდებიან მონაწილე მხარეები.
თავი ΙV. დასკვნითი დებულებე