(1) [წინადადებები ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით]
(a) წინადადებები 22-ე–24-ე მუხლებში და წინამდებარე მუხლში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით შეიძლება ინიცირებულ იქნეს ნებისმიერი ხელშემკვრელი მხარის ან გენერალური დირექტორის მიერ.
(b) ასეთი წინადადებები გენერალური დირექტორის მიერ ეცნობება ხელშემკვრელ მხარეებს, ასამბლეის მიერ მათ განხილვამდე სულ მცირე ექვსი თვით ადრე.
(2) [ხმების უმრავლესობა] (1) პუნქტში მითითებულ მუხლებში ნებისმიერი ცვლილების მიღება მოითხოვს ხმების სამი მეოთხედის უმრავლესობას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც 22-ე მუხლსა და წინამდებარე პუნქტში ცვლილების მიღება მოითხოვს ხმების ოთხი მეხუთედის უმრავლესობას.
(3) [ძალაში შესვლა]
(a) გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გამოიყენება (b) ქვეპუნქტი, (1) პუნქტში მითითებულ მუხლებში ნებისმიერი ცვლილება ძალაში შედის ერთი თვის შემდეგ იმ დღიდან, რაც გენერალური დირექტორი მიიღებს თანხმობას იმ ხელშემკვრელი მხარეების სამი მეოთხედისგან, რომლებიც ცვლილების მიღების მომენტში იყვნენ ასამბლეის წევრები და ჰქონდათ ხმის უფლება ცვლილებასთან დაკავშირებით. აღნიშნული თანხმობა უნდა იყოს მოქმედი ხელშემკვრელი მხარეების კონისტიტუციური პროცედურების შესაბამისად.
(b) ნებისმიერი ცვლილება 22 (3) ან (4) მუხლში ან ამ ქვეპუნქტში არ შევა ძალაში, თუ ასამბლეის მიერ მისი მიღებიდან ექვსი თვის განმავლობაში რომელიმე ხელშემკვრელი მხარე აცნობებს გენერალურ დირექტორს, რომ ის არ იღებს ასეთ შესწორებას.
(c) ნებისმიერი ცვლილება, რომელიც ძალაში შედის ამ პუნქტის დებულებების შესაბამისად, სავალდებულოა ყველა სახელმწიფოსა და სამთავრობათაშორისო ორგანიზაციისთვის, რომლებიც არიან ხელშემკვრელი მხარეები ცვლილების ძალაში შესვლის მომენტში, ან რომლებიც გახდებიან ხელშემკვრელი მხარეები მოგვიანებით.
დასკვნითი დებულებე